თავში

რა აფერხებს მიწის რეგისტრაციის პროცესს

რა აფერხებს მიწის რეგისტრაციის პროცესს
რა აფერხებს მიწის რეგისტრაციის პროცესს

მიწის გამარტივებული რეგისტრაცია რამდენიმეჯერ გადავადდა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, თითქმის ყველა შემთხვევაში ამის მიზეზი მოსახლეობის მხრიდან ნაკლები ინეტერესია, რაც მათი შეფასებით, მიწის ფასს უკავშირდება. აგრარული სფეროს სპეციალისტის, მათე გარდავას თქმით, სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწის ფასი მცირეა, რის გამოც ხალხი მიწების დაკანონებას არ ჩქარობს. ამასთან, ღიად დარჩა საკითხი, ვადის ამოწურვის შემდეგ, დაურეგისტრირებელ მიწებს საკუთარ ბალანსზე გადაიტანს თუ არა სახელმწიფო.

,,რეფორმა დიდი ხანია, გრძელდება, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან დიდი ინტერესი მაინც და მაინც არ შეიმჩნევა. ხელის შემშლელი ფაქტორი თითქოს ცოტაა, მაგრამ მაინც ძალიან ნელა წარიმართა პროცესი. ჩემი აზრით, სპორადული ნაწილის დასრულების შედეგ, სახელმწიფოს დარჩება ბევრი მიწა. აქ საუბარია იმ ნაკვეთების რეგისტრაციაზე, რომელიც გადაცემული იყო 90-იან წლებში მოქალაქეებზე და ის არ არის აღრიცხული თანამედროვე რეესტრში. ასევე ის მიწები, რომლებზეც აღიარების პრობლემაა. ორივეს რაოდენობა საკმაოდ დიდია. ამიტომ სახელმწიფოს დარჩება დიდი ოდენობით მიწა ამის შემდეგ ანუ ყველამ, ვისაც კი რამე დოკუმენტი აქვს, მიწა რომ დაირეგისტრიროს, კერძო ნაკვეთების წილი ამით მნიშვნელოვნად მაინც ვერ გაიზრდება. სახელმწიფომ თითქმის ყველაფერი გააკეთა, რომ ხალხმა ამ შეღავათით ისარგებლოს, მაგრამ პროცესი მაინც გაჭიანურდა. შეიძლება სხვადასხვა მიზეზია, მაგრამ პრობლემაა ისიც, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი ძალიან დაბალია და მოქალაქეებმა ამის გამო რეფორმას სათანადოდ ვერ აუწყვეს ფეხი”, - განაცხადა მათე გარდავამ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამიერიდან მიწის რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს კდიევ უფრო გაუმარტივდათ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობამ 7 ნოემბერს დაამტკიცა, რის თანახმადაც, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ.

მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემით, რეფორმის ამოქმედების შემდეგ, 2016 წლიდან წარმატებით დარეგისტრირდა 738 483 განაცხადი, რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system