თავში

რა აფერხებს საქართველოს მოსავლიანობის ზრდას

რა აფერხებს საქართველოს მოსავლიანობის ზრდას
რა აფერხებს საქართველოს მოსავლიანობის ზრდას

სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, კობა კობალაძე აცხადებს, რომ გაეროს პროგნოზი გამართლდება და მსოფლიო შიმშილობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. მთავარია, საქართველო ამ გამოწვევის წინაშე მზად აღმოჩნდეს. თუმცა, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, მრავალი დამაბრკოლებელი გარემოებაა, რაც საქართველოში მოსავლიანობის ზრდას ხელს უშლის. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი, კობალაძის თქმით, პროფესიული კადრის დეფიციტია როგორც ოფიციაური სტრუქტურების დონეზე, ასევე ფერმერულ მეურნეობებშიც, რაც საბოლოოდ ხარისხზე აისახება.

,,გაერო ამტკიცებს, რომ თუ ჩვენ შესაბამის ზომებს არ მივიღებთ, უახლოეს წლებში covid-19-ს შიმშილის პანდემია შეცვლის. პირველ რიგში, განათლებას აქვს მნიშვნელობა, ამ ეტაპზე საქართველო შიმშილობის პრობლემის გადასაჭრელად მზად არ არის. აუცილებელია განათლება და შესაბამისი ზომების მიღება: დასავლეთ საქარველოში მიწის დაშრობა, აღმოსავლეთში - მორწყვა. ჩვენი ქვეყანა არის ურთულესი სოფლის მეურნეობის თავისებურებებით გამოირჩევა.ძნელად მოიძებნება ისეთი ქვეყანა, რომელიც ასეთი განსხვავებული ლანდშაფტით ხასიათდებოდეს. ხილი ხილია, მაგრამ როცა გაუჭირდება ქვეყანას და ხალხს, მეზობელიც კი ვერ მოგაწვდის, ვერც გაყიდის, რადგან თვითონ დასჭირდება.რუსეთმა წელს უარი გვითხრა და ხორბალს, სავარაუდოდ,  ვერ მოგვყიდის, ასევე ბევრ სხვა ქვეყანაშიც იმპორტის პრობლემაა. ამიტომ ჩვენვე უნდა ვისწავლოთ იმ ძირითადი კულტურების მოყვანა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეზე უძლიერეს რადიკალურ გავლენას ახდენს და რის გარეშეც მოსახლეობას არ შეუძლია. წლების წინ საუბრობდნენ, რომ 2030 წლისთის მოსალოდნელი იყო მთელ მსოფლიოში კორონას მსგავსი დაავადებები, კლიმატის გლობალური დათბობა და სხვა. გლობალური მასშტაბის პრობლემაა, რაც საქართველოს ტიპის პატარა ქვეყნებსაც ჩაითრევს", - ამბობს კობა კობალაძე.

ცნობისთვის, report.ge დაახლოებით 1 თვის წინ წერდა, რომ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ რეაგირებისა და გაჯანსაღების სრულყოფილი პროგრამა შეიმუშავა, რომლის მიზანია კორონავირუსის შედეგების დაძლევა მასშტაბური და ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, საკვების მარაგთან დაკავშირებით პრობლემა ეპიდემიამდეც იყო. კერძოდ, 2019 წელს, სამ მილიარდ ადამიანს არ ჰქონდა წვდომა ჯანსაღი კვებაზე და არასაკმარისი კვების სხვა ფორმებით ხასიათდებოდა. კორონავირუსმა კი დამატებითი საფრტე შექმნა. ამიტომაც FAO-ში მიიჩნევენ, რომ გადაიხედოს ჯანსაღი საკვების წარმოებისა და მასზე წვდომის მიდგომები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system