თავში

რა აფერხებს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას

რა აფერხებს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას
რა აფერხებს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას

ახალი ამბავი არაა, რომ მას შემდეგ რაც ნავთობმა რკინიგზის რელსებიდან მილსადენში გადაინაცვლა, მიწისზედა ტრანპორტში ტვირთების გადანაწილების სპეციფიკაც შეიცვალა.

საერთაშორისო პრაქტიკით, ნავთობი საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტმა მშრალი ტვირთებით ჩაანაცვლა და ამისტვის ქვეყნებს სატრანსპორტო პოლიტიკის გადახედვა მოუწიათ. 

რამდენად უზრუნველყო საქართველოს რკინიგზამ, 2010 წლიდან პროგნოზირებადი, ნავთობის ნაკადის მილსადენში გადამისამართების პირობებში, "დაკარკული" ნავთობის მშრალი ტვირთებით ჩანაცვლება, ამის გარკვევას, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელთან, პაატა ცაგარეიშვილთან შევეცადეთ.

მისი განმარტებით, ნავთობის მილსადენში გადამისამართებისას, მშრალი ტვირთებით ჩანაცვლების პროცესი წარმოადგენს, ქვეყნის დეკლარირებული - საგარეო პრიორიტეტის - სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას.

"2010 წლიდან წინასწარ პროგნოზირებადი ნავთობნაკადის მილსადენში გადამისართების პირობებში: 2009 – 2012 წწ საქართველოს რკინიგზამ შეძლო, დაკარგული ნავთობის - მშრალი ტვირთებით ჩანაცვლება - წითელი ოვალი (მშრალი ტვირთები გაიზარდა 7.4 მლნ ტონიდან - 10.7 მლნ ტონამდე); 2014 – 2019 წწ პერიოდში, ნავთობის კლების ტრენდის პირობებში, საქართველოს რკინიგზამ ვერ შეინარჩუნა მშრალი ტვირთების ჩანაცვლების ტენდენცია, პირიქით სახეზეა შემცირება - მწვანე ოვალი, (მშრალი ტვირთები შემცირდა 9.1 მლნ ტონიდან - 6.8 მლნ ტონამდე), რამაც  საოპერაციო შემოსავლები შეამცირა და კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები გააუარესა. შედარებისათვის, დაკორექტირებული მოგება EBITDA - 2011 წელს 154. 2 მლნ აშშ დოლარი (მაქსიმუმი) იყო, ხოლო 2018 წელს - 62 მლნ აშშ დოლარი (მინიმუმი), რაც 2.5 ჯერ შემცირებაზე მეტყველებს," - გვიხსნის ექსპერტი და დასკვნის სახით გვეუბნება, რომ მილსადენში გადამისამართებული ნავთობის, მშრალი ტვირთების ჩაუნაცვლებადობამ, გამოიწვია საქართველოზე გამავალი დერეფნის კონკურენტუნარიანობის დაქვეითება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system