თავში

რა აფერხებს საქართველოში ინვესტიციებს

რა აფერხებს საქართველოში ინვესტიციებს
რა  აფერხებს საქართველოში ინვესტიციებს

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს სპეციალისტების უმეტესობა ნეგატიურად აფასებს. ისინი თვლიან, რომ ეპიდემიური სიტუაციის გამო შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობას ვერ ქმნის. ეკონომიკური ვარდნის მაღალ ტემპს, covid-19- თან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და მკაცრ რეგულაციებს ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი იმ ძირითად მიზეზად ასახელებს, რაც კაპიტალის შემოდინებას ხელს უშლის. ასეთ ფონზე მთავრობის პარტნიორების ოპტიმიზმს, რომ საქართველო დარჩეს ნათელ წერტილად საინვესტიციო რუკაზე, ხორგუაშვილი გადაჭარბებულად მიიჩნევს.  

,,ეპიდემიის გამო საქართველო ახლა ისეთ მდგომარეობაშია, როცა ნებისმიერი სახის ინვესტიციაზე საუბარია. როგორც წესი, კაპიტალის მოზიდვას გარკვეული წინაპირობა სჭირდება, ყოველთვის ასე იყო, თავისით არ მოხდება. საჭიროა ბიზნესი და ეკონომიკური გარემო დადებითისკენ შეიცვალოს, რომ ინტერესი აღძრას. ჯერჯერობით კი ბიზნეს გარემო უარყოფითია, -5%-ია ეკონომიკური ვარდნის დაგეგმილი მაჩვენებელი, რომელიც მუდმივად უარესდება. იმისთვის, რომ მკვეთრი არ იყოს ვარდნა, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ერთია, ამუშავდეს ეკონომიკა და ინვესტიცია მოვიზიდოთ, მაგრამ ამას ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი გარემო, საგადასახადო წნეხის შერბილება და ხარჯვითი ნაწილი, მაგალითად, რეგულაციები, რაც დღესდღეობით ტვირთს წარმოადგენს ბიზნესისთვის. არაფერი შეცვლილა, პირიქით, რეგულაციები გამკაცრდა, კორონაკრიზისის პირობებში ერთ-ერთი შეზღუდული ეკონომიკის ქეყანას წარმოვადგენდით ევროპაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩაკეტვით და ახლაც თითქმის ამ პირობებში ვრჩებით. საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მხოლოდ განცხადებებს ვისმენთ და რეალურად  არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ უფრო მეტი გადასახადებია, მეტი რეგულაციური წნეხია და მეტად ერჩიან ბიზნესს, რადგან კერძო საკუთრება სათანადოდ არ არის დაცული", - აცხადებს report.ge-თან გიორგი ხორგუაშვილი.

პრემიერის მრჩეველ ბექა ლილუაშვილი განცხადებით, მას შემდეგ, რაც  გაურკვევლობის ხარისხი დაიკლებს, ინვესტორები დაიწყებენ პოტენციური, მაღალი უკუგების საინვესტიციო არეალის ძებნას და საქართველომ მათ საუკეთესო პირობები უნდა შესთავაზოს საინვესტიციოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system