თავში

რა ახალი შესაძლებლობა გაუჩნდა ქართულ ტურიზმს

რა ახალი შესაძლებლობა გაუჩნდა ქართულ ტურიზმს
რა ახალი შესაძლებლობა გაუჩნდა ქართულ ტურიზმს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის საქართველოში ჩატარებას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი უპრეცენდენტო ფაქტად აფასებს. მისი თქმით, მასშტაბური ღონისძიების ჩატარება მოკლე, საშუალო და ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას დაეხმარება კრიზისის დაძლევასა და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პრესტიჟს გლობალური ტურიზმის ინდუსტრიაში.

,,გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარებას ძალიან აქტიური, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ამ მხრივ სასიხარულოა, რომ საქართველო საერთაშორისო არეალზე კიდევ ერთხელ მოექცა. უდიდესი აღიარება  მოვიპოვეთ, როგორც ქვეყანამ, რომელიც მასპინძლობს მსოფლიოში პირველ, უპრეცენდენტოდ მაღალი რანგის ღონისძიებას პანდემიის დროს. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ის ღონისძიებები, რაც გასწია საქართველოს მთავრობას პანდემიის წინააღმდეგ, პოზიტიურად შეფასდა და განაპირობა, რომ საქართველო იქნას შერჩეული როგორც მასპინძელი ქვეყანა. 24 ქვეყნიდან 170 -მდე დელაგატს გავაცანით საქართველოს ტურისტული პოტენციალი, რაც ქვეყანას დაეხმარება მოკლე, საშუალო და ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში გაიმყაროს პოზიციები საერთაშორისო ასპერეზზე. ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა მსოფლიოში პირველი, რომელმაც უმასპინძლა უდიდეს ღონისძიებას პროტოკოლის და ჯანდაცვის რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვით", - განაცხადა ქვრივიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system