თავში

რა აქცენტებია თბილისის სატრანსპორტო გენგეგმაში

რა აქცენტებია თბილისის სატრანსპორტო გენგეგმაში
რა აქცენტებია თბილისის სატრანსპორტო გენგეგმაში

თბილისის მერიამ აზიის განვითარების ბანკთან და დანიურ კომპანია „რამბოლთან“ ერთად დედაქალაქის ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო.

როგორც მერიის პრესსამსახურიდან Report.ge-ს აცნობეს, ეს დოკუმენტი ურბანულ გენერალურ გეგმასთან ერთად იქნება ღერძი, რომელიც სატრანსპორტო სფეროში ქალაქის განვითარების ხედვებს წარმოადგენს.

„მოგეხსენებათ, რომ თბილსის მერიამ ცალკე დაიწყო ქუჩების დაპროექტება სატრანსპორტო, საფეხმავლო, საველობილიკო გამართულობის, გამავლობისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან წვდომადობის კუთხით. ეს არის ლოკალურად, უბენებისა და ქუჩების მიხედვით. რაც შეეხება ტრანსპორტის გენერალურ გეგმას, ეს არის დოკუმენტი, რომელიც 15-წლიან განვითარების პერსპექტივის სხვადასხვა სცენარებს დადებს და გამოავლენს იმ ძირითად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელიც ქალაქში მომავალი 15 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გზა, ხიდი, მიწისზედა მეტრო, ან ზოგადად მეტროს ახალი ხაზი, ასევე საბაგიროს ახალი ხაზი. თავის მხრივ, ეს ცვლილებებს შეიტანს მოქმედ გენერალურ გეგმაში,"  - განმარტავენ თბილსის მერიაში

ცნობისთვის,  სატრანსპორტო გენერალური გეგმა მხოლოდ თბილისს არ მოიცავს. როგორც დედაქალაქის მუნიციპალიტეტში აგვიხსნეს, ეს არის თბილისის აგლომერაცია მცხეთისა და რუსთავის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო სცენარები უნდა გადაწყდეს ამ ქალაქებიდან თბილისში მომავალი სატრანსპორტო ნაკადების გათვალისწინებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system