თავში

რა ალტერნატივა აქვთ უმუშევრად დარჩენილებს

რა ალტერნატივა აქვთ უმუშევრად დარჩენილებს
რა ალტერნატივა აქვთ უმუშევრად დარჩენილებს

პრობლემებს შორის, რომელიც covid-19-მა გამოიწვია, ერთ-ერთი მთავარი უმუშევრობაა, ათობით ათასი ადამიანი ჯერ კიდევ მთავრობის დახმარების იმედადაა. ხოლო, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, არის რამდენიმე სფერო, სადაც დასაქმების პერსპექტივაც არ ჩანს და ადამიანებს საქმიანობის შეცვლა, ალტერნატიული დასაქმების ძიება მოუწევთ. როგორც ,,ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე აღნიშნავს, ონლაინ მომუშავე კომპანიებში, ასევე IT ტექნოლოგიების ბაზარზე დასაქმების მეტი შანსია, რაც შეეხება მომსახურების სფეროს, დასაქმების პრობლემა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოგვარდება.

,,სახელმწიფო მოქალაქეებს, ფაქტობრივად, ვერაფერს სთავაზობს. ეკონომიკა არ მუშაობს, ინტელექტუალური რესურსიც არასაკმარისია, რაც ჰქონდათ, ყველაფერი გააკეთეს და ეკონომიკა მივიდა გაკოტრების პირამდე. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მთავრობა არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს,  ამიტომ ყველამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს. შეცვალონ პროფილი, ცოდნა გაიღრმავონ სხვა მიმართულებით, რადგან სხვა გამოსავალი არ ჩანს. სინამდვილეში ბევრმა ადამიანმა უკვე დაიწყო სხვა რაღაცის კეთება და შეიძლება სხვა წყაროდან აქვს შემოსავალი. საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის პირობებში ძალიან ძნელია გარკვევა, რამდენ ადამიანს აქვს შემოსავალი, მაგრამ შეიძლება ვიცოდეთ, რამდენი იხდის საშემოსავლოს. ფაქტია, რომ დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. მომავალში მხოლოდ იმ მიმართულებით იქნება დასაქმების პერსპექტივა, რასაც შეიძლება მოქალაქეებმა საერთაშორისო გამოწვევებით უპასუხონ, მაგალითად, ისეთი კომპანიები, რომლებიც ელექტრონულ სივრცეში მუშაობენ, IT ტექნოლოგიები და სხვა, მომსახურების სერვისები დიდი ხნის განმავობაში ნაკლებად პოპულარული იქნება", - ამბობს შეშელიძე report.ge-თან და დასძენს, რომ მომსახურების სფეროდან ტურიზმი დაკარგულ პოზიციებს წლობით ვერ აღიდგენს. 

შეშელიძის თქმით, ანალოგიური მდგომარებაა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ამიტომ ამ დარგში მომუშავეებმა ალტერნატიულ დასაქმებაზე უნდა იზრუნონ. 

,,დღესვე რომ გაიხსნას ყველა ბაზარი, შეუძლებელია კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდნენ, ამიტომ ახალი შესაძლებლობები უნდა მოიძებნოს, ვის რა რესურსიც გააჩნია", - დასძენს ანალიტიკოსი.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში, კერძო სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს შეხვდდნენ.

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მედიათან კომენტარი გააკეთა.

სოსო ფხაკაძის ინფორმაციით, კერძო სექტორმა პრემიერს ორი მოთხოვნით მიმართა. ორივე საკითხი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system