თავში

რა ამცირებს ინფლაციას

რა ამცირებს ინფლაციას
რა ამცირებს ინფლაციას

ინფლაცია მცირდება, რაზეც ეპიდემიურ სიტუაციაში მოსახლეობის გადახდისუნარიანობის კლება განაპირობებს. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, მეტი შემოსავლების შმთხვევაში, ინფლაცია რამდენიმე პუნქტით მაღალი იქნებოდა, თუმცა covid-19-მა რეალობა შეცვალა. როგოც არჩვაძე აღნიშნავს, ფასების ზრდა, ზოგ შემთხვევაში, ისეთ პროდუქტზეც შემცირდა, რომელიც ჩვეულებრივ პერიოდში ზრდადი დინამიკით გამოირჩეოდა.

,,ინფლაციის ძირითადი მიზეზი რომ იყოს მხოლოდ ხარჯების შემცირება და საქონლის გაიაფება, კარგი იქნებოდა, მაგრამ ძირითადი ნაწილი მოდის გადახდისუნარიანობის შემცირებაზე. ამან დიდწილად მიგვიყვანა იქამდე, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მაღალი არ არის. მოსახლეობას მეტი შემოსავალი რომ ჰქონდეს, მაშინ ინფლაციის მაჩვენებელი რამდენიმე პუნქტით მაღალი იქნებოდა. დღესდღეობით ზრდის ალბათობა მინიმალურია, გლობალური მასშტაბით არის მოთხოვნის კლება, რაც პანდემიამ გამოიწვია. ბუნებრივია, რომ  წარმოების მასშტაბთან ერთად, ინფლაციაც მცირდება. საშიშია დაბალი შემოსავლები, ამიტომ სინამდვილეში გვჭირდება შემოსავლების ზრდა და ასეთ პირობებში მოსახლეობის მსყიდვითუნარიანობა კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება", - ამბობს არჩვაძე.

გარდა ამისა, როგორც სტატისტიკოსი აღნიშნავს, ინფლაციაზე ტრადიციულად გავლენას ახდენს ვალუტის კურსი, რაც ფასებს ზრდისკენ უბიძგებს. 

,,აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდა შემცირდა ისეთ საქონელზეც კი, რომელიც წინა პერიოდში მზარდი დინამიკით გამოირჩეოდა. მაგალითად, ხორცის ფასი და რიგი სხვა პროდუქტებისა, იმდენად მოკრძალებულია მოსახლეობის გადახდისუნარიანობის მოთხოვნა, რომ გაძვირებაზეც კი მათი რეაგირება არის უკვე საკმაოდ სუსტი და მწარმოებლებიც ვეღარ ახერხებენ მათთვის სასურველი მაღალი ფასების ჩამოყალიბებას", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 4.8 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.58 პროცენტული პუნქტით აისახა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system