თავში

რა არის და რაში გვეხმარება საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი

რა არის და რაში გვეხმარება საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი
რა არის და რაში გვეხმარება საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი

საკრედიტო რეიტინგების მთავარი დანიშნულება ობლიგაციის (სასესხო ფასიანი ქაღალდი) გამომშვების კრედიტუნარიანობის შეფასებაა. მსგავსი რეიტინგები ინვესტორებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, რადგან ისინი იძლევიან შესაძლებლობას მრავალი სხვადასხვა გამომშვების საკრედიტო ხარისხი ერთმანეთს მარტივად შევადაროთ. საკრედიტო რეიტინგებს რამდენიმე სხვადასხვა ორგანიზაცია ანიჭებს, თუმცა ყველაზე ავტორიტეტულად ე.წ. „დიდი სამეულის“ (Fitch, S&P და Moody’s) რეიტინგები ითვლება.


საკრედიტო რეიტინგის განსაზღვრისას სააგენტოები საკუთარ მეთოდოლოგიებსა და შკალებს იყენებენ, თუმცა მცირედი განსხვავებების გარდა, მეთოდოლოგიებიც და სკალებიც მეტ-ნაკლებად ერთნარია. იშვიათია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ გამომშვებს სხვადასხვა სააგენტო განსხვავებულ რეიტინგს ანიჭებს. რეიტინგის უმაღლესი საფეხურია AAA, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე კრედიტუნარიან და სანდო გამომშვებებს ენიჭებათ. სამივე სააგენტოს მიერ AAA სტატუსით (ე.წ. „Triple AAA”) სულ რამდენიმე ქვეყანა სარგებლობს და ესენია: ნიდერლანდების სამეფო, ავსტრალია, კანადა, გერმანია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, სინგაპური, შვედეთი და შვეიცარია.

ამ სიაში არ შედის არც აშშ (2011 წელს S&P-მა შეამცირა აშშ-ის რეიტინგი მას შემდეგ, რაც კონგრესმა მხარი დაუჭირა მთავრობის ვალის ზედა ზღვრის გაზრდას) და არც გაერთიანებული სამეფო (2016 წლის ე.წ. „ბრექსიტის“ რეფერენდუმის შემდეგ). რეიტინგები ლათინური ანბანისა და არაბული ციფრების კომბინაციით აღინიშნება და შემდეგნაირად გამოიყურება:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system