თავში

რა არის დიაგონალური კუმულაციის პრინციპი, რომლითაც საქართველო და უკრაინა ისარგებლებენ

რა არის დიაგონალური კუმულაციის პრინციპი,
რა არის დიაგონალური კუმულაციის პრინციპი, რომლითაც საქართველო და უკრაინა ისარგებლებენ

უკრაინული, ან ევროკავშირში წარმოშობილი ნედლეულით საქართველოში მარტივი გადამუშავებით დამზადებული პროდუქცია, უკრაინაში ან ევროკავშირში ექსპორტისას ამ ქვეყნებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით ისარგებლებს. ოქმი, რომელიც ამ სიახლეს კანონად აქცევს პარლამენტს რატიფიცირებისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  წარუდგინა.

დოკუმენტს დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

ცნობისთვის, საქართველო პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პროფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენციის წევრია 2017 წლიდან არის, რაც იძლევა წარმოშობის წესების გლობალური გამოყენების საშუალებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირთან და ასევე ერთმანეთთან აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, მრავალმხრივ ფორმატში შეუძლიათ ისარგებლონ დიაგონალური კუმულაციის მეთოდით.

როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანმება ევროკავშირთან, შესაბამისად, ორივე ქვეყანას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ზემოაღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული დიაგონალური კუმულაციის პრინციპით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system