თავში

რა არის გადაუდებლად მოსაგვარებელი საქართველოს ეკონომიკაში - EBRD

რა არის გადაუდებლად მოსაგვარებელი საქართველოს ეკონომიკაში - EBRD
რა არის გადაუდებლად მოსაგვარებელი საქართველოს ეკონომიკაში - EBRD

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქვეყნებს ინტერვიუს კავკასიაში EBRD-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან კატარინა ბიორლინ ჰანსენთან, რომელიც  არსებულ ვითარებაში უპირველესად მოსაგვარებელ საკითხად მიიჩნევს ტურიზმის სექტორის აღდგენის სტიმულირებას, სასამართლო რეფორმის გატარებაა, FDI-ის, ანუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისმოზიდვას.

კითხვბაზე, რომელ გამოწვევებს უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი საქართველოს მთავრობამ უახლოეს მომავალში, კატარინა ბიორლინ ჰანსენი პასუხობს:  არსებული კრიზისი ხაზს უსვამს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, რომელიც მოიზიდავს უფრო ძლიერ უცხოურ ინვესტიციებს და გაზრდიდა პროდუქტიულობას და ეკონომიკურ დივერსიფიკაციას. ამგვარად, მნიშვნელოვანია შემდეგი სფეროები:


● სტუმარმასპინძლობის და ტურიზმის სექტორის აღდგენა
● განახლებადი ენერგიის სექტორების დივერსიფიკაცია - საერთაშორისო კონკურენციის სახელშეკრულებო ჩარჩოების გათვალისწინებით
● პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენა
● გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა
● სასამართლო რეფორმა
● განათლების სისტემის რეფორმა სამუშაო ძალის შესაქმნელად, რომელიც აკმაყოფილებს ბიზნესის მოთხოვნებს
● ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესაბამისად
● ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გაგრძელება საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გამოსაყენებლად
● კაპიტალის ბაზრების განვითარება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე წვდომის დივერსიფიცირებისთვის
● სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირების პოტენციალის შემდგომი ზრდა რეფორმების წახალისების გზით.


ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 10-წლიან გეგმაზე სამუშაოდ "ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო" შეიქმნა. საუბარია ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მომუშავე სპეციალური კომისიის შექმნაზე, რომელიც 3 თვის განმავლობაში იმუშავებს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს.

საქართველოს 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მისი პრემიერ-მინისტრად დამტკიცების დროს წარდგენილი ერთ-ერთი ინიციატივაა. 10-წლიანი სტრატეგიის შექმნა ნიშნავს, რომ მთავრობა ეკონომიკის განვითარების ერთგვარ გზამკვლევს ქმნის. როგორც პრემიერ-მინისტრი განმარტავს, კომისიის მუშაობაში ჩართული იქნება და მონაწილეობას მიიღებს ყველა მხარე, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები. ეკონომიკის სექტორული განვითარებისა და აღდგენის პროცესში პარლამენტიც ჩაერთვება.

სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ მთავრობა გააცოცხლებს ეკონომიკური განვითარების გეგმას, რომელიც ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს შემუშავდა. ესაა ,,სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020." მათივე მტკიცებით, ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობას წლობით გადადებულ გეგმაში გარკვეული კორექტირების შეტანა მოუწევს, რომელსაც ახალ სიცოცხლეს შესძენს.

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეკონომიკური განვითარების 10 წლიანი გეგმის დოკუმენტის შემუშავება ამ ეტაპზე არაგონივრულია და ბიზნესი მოკლევადიან ეფექტურ სტრატეგიას ითხოვს. ბიზნესი საგადასახადო შეღავათების პაკეტის მომზადებასაც ითხოვს,

გრძელვადიან ეკონომიკურ გეგმას ეჭვის თვალით უყურებს ექსპერტების ნაწილიც და მასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები აქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system