თავში

რა არის Greening და როგორ ითარგმნება ის რკინიგზაში

რა არის Greening და როგორ ითარგმნება ის რკინიგზაში
რა არის Greening და როგორ ითარგმნება ის რკინიგზაში

"ტერმინი Greening გულისხმობს საცხოვრებელი გარემოს, აგრეთვე ისეთი არტეფაქტების, როგორიცაა სივრცე, ცხოვრების წესი ან იმიჯი, ეკოლოგიურად უფრო სუგთად გარდაქმნის პროცესს. აღნიშნული პროცესი, როგრც წესი, ითვალისწინებს ეკოლოგიურად უფრო სუფთა სისტემების ჩართვას ჩვენს გარშემო არსებულ გარემოში, როგორიცაა, სახლი, სამუშაო ადგილი, და ცხოვრების წესი მთიანობაში," - ამის შესახებ report.ge-ს სატრანსპორტო საკითხების ექსპერტმა დავით გოჩავამ აუხსნა. ექსპერტი გვეუბნება, რომ ევროპის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მეოთხე საფლაგმანო ინიციატივა ინგლისურად ასე იწერება: GREENING FREIGHT TRANSPORT. ქართულად ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც სატვირთო გადაზიდვების პროცესის ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესება. 

"ევროპის კომისიის მიერ 2019 წლის 11 დეკემბერს წარმოდგენილი განვითარების სტრატეგიის „ევროპის მწვანე შეთანხმება“ (European Green Deal) თანახმად, დღეს საავტომობილო ტრანსპორტით გადასაზიდი ტვირთების 75 % უნდა გადაერთოს სარკინიგზო ტრანსპორტზე და შიდა წყალსავალ გზებზე. გარდა ამისა, კაბოტაჟურ გადაზიდვებს (Short-sea shipping) და ეკონომიურ სატრანსპორტო საშუალებებსაც, ნულოვანი დონის გამონაყოფით, შეუძლიათ წვლილის შეტანა სატვირთო გადაზიდვების ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში ევროპაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შიდა სატვირთო გადაზიდვებში სარკინიგზო ტრანსპორტის წილი 2011 წელს 18.3 %-ს შეადგენდა, ხოლო ეს მაჩვენებელი 2018 წელს 17.9 %-მდე შემცირდა, ცხადი ხდება, რომ აუცილებელია გადაუდებელი ზომების გატარება," - გვიხსნის ექსპერტი და გვაცნობს ევროპაში დაგეგმილ ღონისძიებეს:

1) ინტერმოდალური გადაზიდვების არსებული სტრუქტურის მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია. გადასინჯვას ექვემდებარება დირექტივა კომბინირებული გადაზიდვების შესახებ (Combined Transport Directive), უნდა განისაზღვროს ეკონომიკური სტიმულების შემოღების ვარიანტები როგორც ექსპლუატაციის, ისე ინფრასტრუქტურის სფეროში. სტიმულირების მექანიზმები უნდა დაეფუძნოს შესრულების მიუკერძოებელ მონიტორინგზე, გადაზიდვების და ლოგისტიკური მომსახურების დროს გამონაყოფის მოცულობის შეფასების ევროპული მექანიზმის შესაბამისად.

2) მულტიმოდალური ლოგისტიკის განვითარება როგორც საქალაქო რაიონებში, ისე მის ფარგლებს მიღმა. უნდა შემუშავდეს მდგრადი ლოგისტიკის მიზანმიმართული განვითარების გეგმები, რომელთა ფარგლებში უნდა დაჩქარდეს სატვირთო ველოსიპედების, მიწოდების ავტომატიზებული სისტემების და დრონების, აგრეთვე დიდ ქალაქებში წყალსავალი გზების უკეთესად გამოყენება.

3) უნდა აღმოიფხვრას მგზავრთა გადასასვლელი და ტვირთების გადასაცლელი ინფრასტრუქტურის უკმარისობა, ანუ შიდა მულტიმოდალური ტერმინალების შექმნას უნდა მიენიჭოს უპირველესი პრიორიტეტი. უნდა შეივსოს მულტიმოდალურ ინფრასტრუქტურაში მაკავშირებელი რგოლები, რომელიც აკლია. საჭიროა მონაცემთა მულტიმოდალური მიმოცვლა, აგრეთვე გადაზიდვის პროცესების მართვის ინტელექტუალური სისტემები ტრანსპორტის ყველა სახეობაზე. საბოლოო ჯამში, სატვირთო გადაზიდვების სფეროში ტრანსპორტის ყველა სახეობა უნდა გაერთიანდეს მულტიმოდალური ტერმინალების დახმარებით.

4) აუცილებელია სარკინიგზო გადაზიდვების სერიოზული სტიმულირება სიმძლავრეების გაზრდის, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მმართველ კომპანიებს შორის ტრანს-სასაზღვრო კოორდინაციის და თანამშრომლობის გაძლიერების, მთლიანად სარკინიგზო ქსელის მართვის გაუმჯობესების და ახალი ტექნოლოგიების, როგორიცაა ციფრული ავტოგადასაბმელები და ავტომატიზაცია, დანერგვის ხარჯზე. აუცილებელია იმ რეგულაციების გადასინჯვა, რომელთა შესაბამისად იმართება სარკინიგზო გადაზიდვების დერეფნები (Rail Freight Corridors) და ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ( TEN-T) საბაზო ქსელში ( core network) შემავალი დერეფნები. აღნიშნული დერეფნების ინტეგრაცია „ევროპის სატრანსპორტო დერეფნებში“ (‘European transport corridors’), ყურადღების გამახვილებით ე.წ. „სწრაფადმიღწევად შედეგებზე“ (‘quick wins’ ), როგორიცაა მატარებლის სიგრძე, დატვირთვის გაბარიტები და გაუმჯობესებული საექსპლუატაციო წესები, საკვანძო მაკავშირებელი რგოლების, რომელიც აკლია, დასრულებასთან და საბაზო ქსელის მორგებასთან ერთად, რათა მასში შეიძლებოდეს სატვირთო გადაზიდვების სრულფასოვნად წარმოება, გააძლიერებს ინტერმოდალური გადაზიდვების დაწინაურებისაკენ მიმართული მოქმედებების ინფრასტრუქტურულ განზომილებას. კომისია შესთავაზებს სარკინიგზო ხაზების გატარების უნარის განაწილების გაუმჯობესებულ წესებს მატარებლების მოძრაობის გრაფიკის შეცვლასთან დაკავშირებული პროექტების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილი იქნას დამატებითი, მოქნილი სამატარებლო ძაფები მოძრაობის გრაფიკებზე. რკინიგზაზე ხმაურთან დაკავშირებით ევროპული ნორმების დანერგვა ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარებას აღნიშნულ სფეროში. 

5) წყალსავალი გზებით გადაზიდვების სფეროში უნდა მოგვარდეს საკვანძო საკითხები, როგორიცაა ბარჟების ფლოტის განახლება და დაფინანსებასთან წვდომის პირობების გაუმჯობესება, ამასთან უნდა იქნას უზრუნველყოფილი გარემოს დაცვის სფეროში გასატარებელ პოლიტიკებთან შესაბამისობა, კერძოდ, დირექტივებთან Water Framework Directive და Habitats Directive.6) ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის TEN-T მხარდაჭერამ „საზღვაო მაგისტრალებისადმი“ (Motorways of the Sea) უნდა უზრუნველყოს მეტი ტვირთის კაბოტაჟური გადაზიდვა (short-sea shipping) უფრო მდგრადი ფორმით. ევროპის კავშირი, მოცემულ ეტაპზე, უნდა გახდეს სამაგალითო და ევროპის საზღვაო სივრცე უნდა გახადოს მდგრადი, ინტელექტუალური და მტყუნებების მიმართ მედეგი. 

"აშკარაა, რომ ევროპაში იკვეთება აქცენტები სატვირთო გადაზიდვების პროცესის ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე; ეს ასპექტები უნდა შევიდეს აუცილებლად საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის განმსაზღვრელ ძირითად დოკუმენტში, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ არსებობს, მაგრამ უნდა შეიქმნას... გარდაუვალია ეს," - გვეუბნება ექსპერტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system