თავში

რა არის საჭირო 200-ლარიანი დახმარების მისაღებად

რა არის საჭირო 200-ლარიანი დახმარების მისაღებად
რა არის საჭირო 200-ლარიანი დახმარების მისაღებად

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვების, ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე ანაზღაურდება.

„განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1-15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, დახმარების მისაღებად, ამოქმედდება პორტალი, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, მთავრობა მოქალაქეების დახმარების მესამე ეტაპს იწყებს. ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი, რომელიც თვითდასაქმებულების დახმარებას ითვალისწინებდა, დაიხურა.

ერთადერთი, რაც სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპის შესახებაა ცნობილი, არის ის, რომ მთავრობა კომუნალურ გადასახადებს მოსახლეობას ზამთარშიც გადაუხდის. ასევე 17 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქე დახმარებას მიიღებს. ყველა სტუდენტს, რომელსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვს, სახელმწიფო ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წელს აუნაზღაურებს. ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და დახარვეზდა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებს. სხვა დეტალი, კიდევ დახმარების რა პაკეტს შესთავაზებს მთავრობა მოქალაქეებს, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

მთავრობის სოციალური დახმარების ახალი პაკეტის ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. ახალი სოციალური დახმარებები ნაწილობრივ სტოპკოვ ფონდში მობილიზებული თანხიდან ფინანსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system