თავში

რა ასტიმულირებს მევახშეობას

რა ასტიმულირებს მევახშეობას
რა ასტიმულირებს მევახშეობას

იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ მევახშეობა წაახალისა. როგორც არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა მატულობს და არის საფრთხე, მეტმა ადამიანმა დაკარგოს უძრავი ქონება, რაც შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან აუცილებელი ზომების გატარებას მოითხოვს. ეს მექანიზმი კი, როგორც სამშენებლო სფეროს ექსპერტი, იურისტი უჩა ზაქაშვილი report.ge-თან აღნიშნავს, არ უნდა იყოს რეგულაციები. გამოსავალს იგი სესხების გაიაფებაში ხედავს და დასძენს, რომ მთავრობა სექტორს იპოთეკური სესხების სუბსიდიით ან სხვა ხელშემწყობი ღონისძიებებით უნდა დაეხმაროს.

რაც შეეხება ღონისძიებებს, იურისტის თქმის, არავითარ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყოს რეგულაციები.

,,რეგულაციების დიდ ნაწილი ბიუროკრატიულია და პრევენციას ვერ ემსახურება. ამ მხრივ განსაკუთრებით სამსენებლო სფეროს უჭირს. ამ მძიმე ვითარებაში ბიუროკრატიას თუ არ შევამცირებთ, მძიმე შედეგს მივიღებთ. ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, რომ აცილებელია დერეგულუაცია. უძრავი ქონების ბაზარზე ბევრი ისეთი კანონია გასაუქმებელი, რითაც ბიზნესს ხელი შეეწყოთ. როცა ადამიანს უჭირს, ვერ შეუზღუდავ უფლებას, რომ ფული მოიძიოს. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია, იაფ სესხებზე წვდომა გამარტივდეს, რაც მევახშეობას შეასუსტებს“, - აცხადებს report.ge-თან უჩა ზაქაშვილი.

„იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის" ხელმძღვანელის,  გიგა წულეისკირის განცხადებით, იპოთეკური სესხების შეზღუდვით კერძო მევახშეები სარგებლობენ და მომხმარებელს სთავაზობენ ისეთ პირობებს, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება  მათი მხრიდანე მოქალაქეების ქონების ტოტალური მითვისება გამოიწვიოს, რადგან, როგორც წულეისკირი ამბობს,  ზოგ შემთხვევაში ისინი ატყუებენ მოსახლეობას.  

,,არის შემთხვევები, როდესაც მევახშეებმა, ე.წ. ნასყიდობა-გამოსყიდვის გაფორმების ფორმით თვალთმაქცურ გარიგებებს მიმართეს. შემდეგ, ცრუ ჩვენების შედეგად, თითქოს არ იცნობდნენ იმ ადამიანებს, ვისზეც თანხის გასესხება მოხდა, ხუთჯერ და ათჯერ მეტი ღირებულების უძრავი ქონება მიითვისეს. ასეთ მოქალაქეებს ჩვენი ორგანიზაცია   უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და მხარდაჭერას სთავაზობს, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, დაინტერესდნენ მსგავსი ფაქტებით", - აცხადებს წულეისკირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system