თავში

რომელ ქვეყნებთან აღდგება ფრენები

რომელ ქვეყნებთან აღდგება ფრენები
რომელ ქვეყნებთან აღდგება ფრენები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეის მონაცემებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ დაადასტურა მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინოს რეგულარული ფრენები.

„სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის სამთავრობო სტრუქტურებმა დაასახელეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, სადაც ვარაუდოებენ, რომ შედარებით ნორმალური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და იმ ეფექტური ზომებიდან გამომდინარე, როგორც ჩვენმა მთავრობამ მართა ეპიდემია, ვარაუდობენ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, სადაც მათი ტურისტები ჩავლენ. დღეის მონაცემებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ დაადასტურა მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინოს რეგულარული ფრენები. მათ შორის არიან „ვიზეარი“, „რაინეარი“, „ისრაელის ავიახაზები“, „თურქეთის ავიახაზები“, „ყატარის ავიახაზები“ და არ მინდა ვინმე გამომრჩეს," - თქვა თურნავამ და დაამატა, რომ ეს არის ორკომპონენტიანი ამოცანა: ერთი, ეს არის პირდაპირ ფრენებზე ავიაკომპანიებთან შეთანხმება და  მეორე ესაა ქვეყნების მთავრობებს შორის შეთანხმება უსაფრთხო ტურიზმისა  და საერთო უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system