თავში

რა აცოცხლებს ტურიზმს პანდემიისას

რა აცოცხლებს ტურიზმს პანდემიისას
რა აცოცხლებს ტურიზმს პანდემიისას

ტურიზმის ინდუსტრის წარმომადგენელთა მკვეთრად ნეგატიურ შეფასებას, რომ ტურიზმი ვერ გადარჩა, დარგის სპეციალისტები გადაჭარბებულ პესიმიზმად მიიჩნევენ. ისინი აღიარებენ პრობლემას, თუმცა საუბრობენ იმაზეც, რომ კრიზისის მიუხედავად, გარკვეული დადებითი იმპულსიც შეიმჩნევა, რის გამოც ინდუსტრია სრულ კოლაფსს არ განიცდის. ასეთი, პროფესორ ნიკა კვარაცხელიას აზრით, კოვიდსასტუმროების მიმართულებით მთავრობის ღონისძიებებია, რაც, მისივე თქმით, ჯანმო-ს მიერ შეფასდა, როგორც საუკეთესო მოდელი.

,,ტურიზმი არ მომკვდარა და არც არავითარ შემთხვევაში მოკვდება. ასეთი გამოთქმა არსებობს: ,,როცა ქვემეხებს ისვრიან, მუზები დუმან". შესაბამისად, ეპიდემიაა და დუმს ტურიზმი,  მაგრამ დარგი არაფრით არ მომკვდარა. ასე შეიძლება ვიფიქროთ, ჩვენ რომ სხვებზე გაცილებით მძიმე მდგომარეობა გვქონდეს. ცხადია, ასე არ არის, სასტუმროების ნაწილი მთავრობამ ნამდვილად გადაარჩინა იმით, რომ კოვიდსასტუმროები გახსნა. ჯანმო-ს წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც სამაგალითო პრეცენდენტი სასტუმროების დასახმარებლად. ზოგიერთი რამ მართლაც უკეთესად გაკეთდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ესეც მოცემულობაა. ამ დროს ჩვენზე განვითარებულმა ქვეყნებმაც კი დაუშვეს შეცდომები. ამ მხრივ ისრაელის მაგალითია ცუდი, სადაც 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა ვაქცინაცია, უკეთესი შედეგი დაფიქსირდა,  ეკონომიკა ერთბაშად გახსნეს და იმის მიუხედავად, რომ არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურაა, მძიმე ეპიდსიტუაცია დაფიქსირდა. ამის გამო ისრაელმა სრული ლოკდაუნი გამოაცხადა. მსოფლიოში იგი რიგით მესამე ქვეყანაა, სადაც ეპიდაფეთქება დაიწყო", - აცხადებს ნიკა კვარაცხელია და დასძენს, რომ ეკონომიკაში ფრთხილი მიდგომაა საჭირო, რადგან მდგომარეობა ნებისმიერ მომენტში დამძიმდება, თუ ქვეყანა შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობა სიფრთხილეს არ გამოიჩენს.

,,მარტო გაეროს სჯერა, რომ  საქართველო გაქრება თავისი საშიში დემოგრაფიული სიტუაციის გამო! ელექტრონული სასწორით რომ არ იზომებოდეს ტურიზმის დანაკარგი და დაიდოს 2 პინაზე - აქეთ უმუშევრები , მეორე  მხარეს - გარდაცვლილები, ეს უკანასკნელი გადასწონიდა. ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული არაფერია, ვისაც ძალა ერჩის, არ მოელოდა ასეთ დანაკარგს და შედეგით გაოგნებულია, ამიტომ ბევრისთვის ძნელად გასაგებია, რატომ ვერ ვრისკავთ. რეალურად ტურიზმი საქართველოში არ მომკვდარა, ვინაიდან აქვს აღდგენის, თავიდან დაწყების უნარი.მასზეა დამოკიდებული ავიაცია, ჯერ ეს მიმართულება უნდა გაიხსნას, მერე სასტუმრო ბიზნესი, ამის შემდეგ დარგი თანდათან დაიწყებს კრიზისიდან გამოსვლას. ტურიზმი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მისი გადარჩენა შეიძლება ყოველთვის, თუნდაც 1 წლის შემდეგ", - აცხადებს report.ge-თან ნიკა კვარაცხელია. 

 ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი," - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია, თუმცა ამჟამად სექტორში ისეთი ქაოსი, უიმედობა და გაუგებრობაა, რომ მისი ქვედითუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

შალვა ალავერდაშვილის თქმით, ოთხშაბათს ტურიზმისა და სხვა სექტორების წარმომადგენლები გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას, რომ „სირაქლემას პოზაში ცხოვრება აღარ შეიძლება“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system