თავში

რა აწუხებს სტუმარ-მასპინძლობის სექტორს

რა აწუხებს სტუმარ-მასპინძლობის სექტორს
რა აწუხებს სტუმარ-მასპინძლობის სექტორს

"აჭარა ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრის ნინო ზამბახიძის განცხადებით, „აჭარა ჯგუფმა“ პრემიერთან შეხვედრაზე მათ წინაშე არსებული პრობლემები წამოსწია.

მისი თქმით, სასტუმრო ბიზნესს ყველაზე მეტად საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადის საკითხი აწუხებს.

„პრემიერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, როგორიც არის საშემოსავლოს გადავადება, ქონების გადასახადის გადავადება, იმიტომ, რომ ძირითად შემთხვევაში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მსხვილი ბიზნესები სხვა პროექტებს მიღებული სტუმრებიდან და შემოსავლებიდან აფინანსებდნენ და რადგან დღეს ტურისტების ნაკლებობაა ქვეყანაში და არ არის იმდენი თანხის შემოსავალი, მოვითხოვეთ გადავადება“, - განაცხადა „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა.

მისივე თქმით, მთავრობა ამ პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებს.

"მივიღეთ პირობა, რომ სამუშაო რეჟიმში შევალთ, დაითვლიან როგორ შეიძლება საშემოსავლოს და ქონების გადასახადის გადავადება და როდემდე და შემდეგ უკვე გვექნება კომუნიკაცია“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციაში, კერძო სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს შეხვდდნენ.

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო, თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა განცხადებები. პრემიერმა ბიზნესთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება. მთავრობის მეთაური ინვესტორებს დაჰპირდა, რომ თუკი ქვეყანაში შემოვა ნებისმიერი მოცულობს ინვესტიცია და მას რაიმე სახის ბიუროკრატიული პრობლემა შეექმნება, გიორგი გახარია პირადად ჩაერევა და ბიზნესს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მთავრობის მეთაურმა ბიზნესსექტორს ისიც აუხსნა, რომ გაისად ეკონომიკური სტიმულირებისთვის რესურსი შეზღუდული იქნება.

შეგახსენებთ, დღეს 5 მსხვილმა ბიზნესასოციაციამ პრემიერს ღია წერლით მიმართა. მთავრობას ბიზნესი შემდეგ შეღავათებს სთხოვს: 1. განხილულ იქნას საკითხი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების თაობაზე. 2. მოხდეს დღგ-ს გადახდა საქონლის რეალიზაციის შემდეგ. 3. ეთხოვოს საბაკო სექტორს, ბიზნეს კომპანიებისთვის შესაძლებლობის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაწევა და საბანკო ვალდებულებების 6 თვით გადავადება. 4. კორონავირუსით დაზარალებული კომპანიებისთვის 6 თვის ვადით თანხის გადავადების და ეტაპობრივი გადახდის გონივრული სქემების შემუშავება. 5. მცირე კომპანიებში, დასაქმებულების შენარჩუნების სანაცვლოდ 6 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ის ფონდის თანხების მეშვეობით მოხდეს ხელფასის ნაწილის კომპენსირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system