თავში

რა დააზღვევს მოსახლეობას გაზის გაჟონვისგან

რა დააზღვევს მოსახლეობას გაზის გაჟონვისგან
რა დააზღვევს მოსახლეობას გაზის გაჟონვისგან

ბუნებრივი გაზის სექტორისთვის 2019 წელი ენერგოომბუდსმენმა კატასტროფების წლად შეაფასა. ამის შესახებ სალომე ვარდიაშვილმა 2019 წლის ანგარიშის საჯარო წარდგენისას განაცხადა.

ენერგოომბუდსმენის განმარტებით ბუნებრივი გაზის აფეთქებების დაუსრულებელი სერები გამოწვეულია შესაბამისი რეგულაციებისა და მაკონტროლებელი ორგანოების არარსებობით. ენერგოომბუდსმენი ამბობს, რომ ეს არის პირველი, რაც უნდა გაკეთდეს გაზის გაჟონვის შემთხვევათა პრევენციის და მოსახლეობის უსაფრთხოების გასაზრდელად.

"2019 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სულ დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების - 6 შემთხვევა, რომელიც ფატალურად დასრულდა. დაფიქსირდა აგრეთვე გაზის გაჟონვისა და ინტოქსიკაციის 358 ფაქტი, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე შედეგები მოჰყვა. გაზთან დაკავშირებით აგრეთვე, აქტუალური იყო გაზიფიკაციის მიღმა დარჩენილი სოფლები და მუნიციპალიტეტები, ბუნებრივი გაზის ხარისხი, დაბალი წნევით მიწოდება, ახალი მომხმარებლების ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების საკითხები და ა.შ.“, - აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system