თავში

რა დაბრკოლებებს აწყდება ქვეყანა ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლისას

რა დაბრკოლებებს აწყდება ქვეყანა ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლისას
რა დაბრკოლებებს აწყდება ქვეყანა ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლისას

მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკა წარმატებით განხორციელდეს და არსებულ გამოწვევას ქვეყანამ წარმატებით გაართვას თავი, რაც მას ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებით აქვს ნაკისრი. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამისთვის საქართველო ჯერჯერობით მზად არ არის. პირველ ეტაპზე დაბრკოლება, როგორც სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, კობა კობალაძე აცხადებს, ნარჩენების სწორი აღრიცხვიანობაა, საჭირო, რა გვაქვს და რა მიმართულებით შეიძლება გადამუშავდეს ნარჩენები, ხოლო გამოუყენებლობის შემთხვევაში, მისი თავისებურებაც ცალკე შესწავლის საგანი გახდეს.

როგორც მეცნიერი აღნიშნავს, აუცილებელია, საქართველო ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადაეწყოს, რადგან ეს არის სისტემა, რომელსაც შეუძლია, მომავალი შეგვინარჩუნოს.

,,ცირკულარული ეკონომიკა ნარჩენების მდგრადი და სწორი მართვით იწყება. ის გულისხმობს საერთოდ უნარჩენო წარმოებას, როგორიცაა ჩინური და ამერიკული წარმოების მიმართულება, ამიტომ სწორედ ამ ქვეყნების გამოცდილებაა, პირველ რიგში, გასათვალისწინებელი. ამის მიხედვით უნდა გატარდეს ეკონომიკური პოლიტიკა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამავე დროს დიდ ცოდნას მოითხოვს, მით უმეტეს, როცა ჩვეულებრივი ეკონომიკა არ გვაქვს აწყობილი. ცხადია, კარგი არის, რომ ამ მიმართულებით გავდივართ, მაგრამ საკითხავია, ვართ თუ არა მზად ამისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან უნარჩენო წარმოებაზეა აქცენტი, უნდა დაიწყოს აღრიცხვა საერთოდ რა გვაქვს, არ მგონია, რეალურად იყოს ეს საკითხი შესწავლილი - რა გვაქვს და რაში უნდა გამოვიყენოთ ნარჩენები, ხოლო უსარგებლო ნარჩენების თავისებურებებიც დადგინდეს. ამით უნდა დავიწყოთ ცირკულარულ ეკონომიკაზე საუბარი. მწვანე ეკონომიკის დანერგვის პირობებში, აუცილებელია გამძლე, განახლებადი და ხელახლა გამოყენებადი პროდუქციის წარმოება და აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. საჭიროა ცოდნა, რომ ,,ნარჩენი არ არის ნაგავი” და ნებისმიერი ნედლეული კონკრეტული საქმიანობისთვის გამოსადეგია. განახლებადი ენერგიის გამოყენების, შემცირებული გამონაბოლქვისა და ნარჩენების შემცირების ალტერნატივების ფონზე ცირკულარული ეკონომიკა საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ იმ შესაძლებლობების და რესურსების საზღვრებში, რომელიც დედამიწას გააჩნია", - აცხადებს კობა კობალაძე.

ცნობისთვის, ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობის საკითხებზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანთან, ოლგა ალგაეროვასთან ონლაინ შეხვედრისას.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით UNECE-თან სამომავლო თანამშრომლობაზე. მან ოლგა ალგაეროვას ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და ნარჩენების მართვის სფეროში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system