თავში

რა დაკარგა ქუთაისმა პარლამენტის გადატანით

რა დაკარგა ქუთაისმა პარლამენტის გადატანით
რა დაკარგა ქუთაისმა პარლამენტის გადატანით

"ქუთაისს პარლამენტის არქონით ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ დაკლებია, პირიქით, ქუთაისში გაკეთდა ისეთი საქმეები, რაც მხოლოდ პარლამენტის მშენებლობით ვერ იქნებოდა მოგვარებული," – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ქუთაისი ეკონომიკა ვითარდება.

"ქუთაისს რაც შეეხება და მის განვითარებას აქ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოწესრიგდა განვითარდა ტურიზმი, განვითარდა ბიზნესი, საწარმოები და სწორედ ტურისტული მოზიდულობით ცენტის შექმნით ქუთაისს აქვს საშუალება, მეტი ახალი სამუშაო ადგილი იყოს შექმნილი. პარლამენტი არ არის ერთადერთი, ქუთაისს პარლამენტის არქონით ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ დაკლებია, პირიქით, ქუთაისში გაკეთდა ისეთი საქმეები, რაც მხოლოდ სწორედ პარლამენტის მშენებლობით ვერ იქნებოდა მოგვარებული. მხოლოდ წელს ჩვენ შევძელით 24-საათიანი წყალმომარაგების მოგვარება მაშინ, როცა 300 მილიონი ლარი დაიხარჯა პარლამენტის შენობაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობა ამ ეტაპზე არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, დაგეგმილია მისი პრივატიზება და ამ შენობებისთვის სხვა ფუნქციის გამოძებნა.

ამჟამად, 300 მილიონიანი ყოფილი პარლამენტის შენობა უფუნქციოდაა.

შეგახსენებთ, პრემიერმა გახარიამ ჯერ კიდევ თებერვალში დააანონსა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა გაიყიდება, რითაც ის ეკონომიკურ დატვირთვას შეიძენს, ხოლო ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რითაც ეს ქალაქი თავის ისტორიულ ფუნქციას, საგანმანათლებლო ფუნქციას, დაიბრუნებს. 

ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020-21 სასწავლო წლიდან მიიღებს.

ცოტა ხნის წინ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე უნივერსიტეტის პირველი ეტაპის დასრულებულ სამუშაოს გაეცნენ.

უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. უნივერსიტეტი უკვე აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან.

პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს. შემდეგ ეტაპებზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება – ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system