თავში

რა დახმარებას სთავაზობს მთავრობა "აგარის შაქარს"

რა დახმარებას სთავაზობს მთავრობა "აგარის შაქარს"
რა დახმარებას სთავაზობს მთავრობა აგარის შაქარს

აგარაში წარმოების განახლებით ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შევძლებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი რესურსით და მხოლოდ ერთი წარმოების მუშაობის განახლებით, თითქმის ნახევრამდე, 50%-ით საკუთარი რესურსით უზრუნველვყოთ ადგილობრივ ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

„ჩვენ ვიმუშავეთ ინვესტორებთან, ამ კომპანიის ხელმძღვანელობასთან და მზად ვართ უკვე დავიწყოთ განახლება და იმაზე მუშაობა, რომ ორიოდე თვეში ქარხანა ჩადგეს მწყობში. ყველაფერთან ერთად ეს ნიშნავს 500-ზე მეტი დასაქმებულის პრობლემის გადაწყვეტას იმიტომ, რომ ეს ადამიანები დასაქმდებიან და 500-ზე მეტი ოჯახი მიიღებს აქედან შემოსავლებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ადგილზე ესტუმრება საწარმოს და გაეცნობა სამუშაო პროცესს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system