თავში

რა დარღვევებია ბაგა-ბაღების, სკოლის ბუფეტებსა და სწრაფი კვების ობიექტებში

რა დარღვევებია ბაგა-ბაღების, სკოლის ბუფეტებსა
რა დარღვევებია ბაგა-ბაღების, სკოლის ბუფეტებსა და სწრაფი კვების ობიექტებში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის მე-4 კვარტლის კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა. 

შემოწმებულ საწარმოებს შორის არის: კვების ობიექტები, საბავშვო ბაღები, მაღაზიები.

ბაგა-ბაღებში აღმოჩენილი დარღვევები:

თბილისის №100 საბავშვო ბაგა-ბაღი (საჯარო ბაგა-ბაღის ბუფეტი) - სათავსოში, სადაც ხდება სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები.

სკოლის ბუფეტებში აღმოჩენილი დარღვევები:

ი/მ "თორნიკე სისაური" (სკოლის ბუფეტი/სამზარეულო, აკ.წერეთლის გამზ N42) - ნედლეული ინახება არასათანადო პირობებში.

ი/მ თორნიკე სისაური (სკოლის ბუფეტი/სამზარეულო, ბაქოს ქ. N1) - არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობებისა, მოწყობილობებისა და ზედაპირების დასუფთავება და დეზინფიცირება, რომელიც შეხებაშია სურსათთან.

როგორც report.ge-ს სურსათის უვნებლობის სააგენტოდან აცნობეს, 2020 წელს საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 870_მდე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა. ჩატარებულია 70-მდე სახელმწიფო კონტროლი. შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა აღინიშნა, თუმცა, არცერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და ბიზნესოპერატორებს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის, განცხადებით, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება სააგენტოს პრიორიტეტია და ინსპექტირებების ინტენსივობა მიმდინარე წელს კიდევ გაიზრდება. „აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ გაზრდილი კონტროლის და გაცემული რეკომენდაციების შედეგად, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ვითარება ყოველწლიურად უმჯობესდება, რაც შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგია“ - აღნიშნა ვასილ ბასილაძემ.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, შემოწმებისას ყურადღება ექცევა კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, რეცხვა/დეზინფიცირებას, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის (ინფრასტრუქტურის) მდგომარეობას, სურსათის დამუშავებისა და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს, ეტიკეტირებას, სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობა.

სრაფი კვების ობიექტებში, კაფე-რესტორნებსა და სასადილოებში აღმოჩენილი დარღვევები:

შპს „მასტერ ფუდი“ (საშაურმე) - სავენტილაციო სისტემა დაბინძურებულია, წარმოიქმნება კონდენსატი, რომელიც წვეთავს იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი.

შპს „გურმანი IX“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სამზარეულოს ჭერიდან ცვივა ნაწილაკები; გამწოვზე ფიქსირდება კონდენსატი; სამზარეულოს ინვენტარი არ ექვემდებარება სრულყოფილ რეცხვა/დეზინფექციას; სურსათის შესაფუთი მასალა არ ინახება სათანადო პირობებში.

შპს „ლეგო 2011“ (აგრარული ბაზარი, წინამძღვრიშვილის ქ. 186) - ყველის სექციაში ( ფ.პ დალი წულაიას და ფ.პ მზია თითბერიძის) დახლებში დარღვეულია ყველის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი.

შპს „სამგორი 2004“ (აგრარული ბაზარი, მოსკოვის გამზირი 6) - შენახვა/რეალიზაციის ეტაპზე არ არის დაცული ნორმატიული აქტებით ან ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი სურსათის შენახვის სათანადო ტემპერატურა.

შპს მ.ზ. (აგრარული ბაზარი, „დიდუბის“ მეტროს მ/ტ) - იმ სათავსოში (ხორცის დასაჭრელ კუნძთან), სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, კედელი არ ექვემდებარება დასუფთავება/დეზინფექციას; არ სუფთავდება სამზარეულოს ინვენტარი.

შპს „ანტრე 2008“ (კაფე-ბარი, რესტორანი, გაგარინის ქ. #25) - იმ სათავსოს დაკიდულ კონსტრუქციაზე (გამწოვი), სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და სურსათის დაბინძურება; წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის, მათ შორის შენახვის ეტაპებზე, არ არის დაცული ნორმატიული აქტებით ან ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი, სურსათის შენახვის სათანადო ტემპერატურა; გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალება არ იძლევა სურსათისთვის საჭირო ტემპერატურის რეჟიმის შენარჩუნების და აღრიცხვის შესაძლებლობას.

შპს „ჯორჯიან გრუპი“ (კაფე-ბარი, რესტორანი, მარჯანიშვილი ქ. #5) იმ სათავსოს დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და სურსათის დაბინძურება.

შპს „ფასანაური 2015“ (კაფე-ბარი, რესტორანი, ვ. გორგასლის ქ #1) - დარღვეულია ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა. ცომსაზელი განთავსებულია გასახდელსა და საწყობის სივრცეში; კედლები ცომსაზელთან დაზიანებულია, ხდება ცვენა იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი; ცომსაზელის თავზე და სალათების მოსამზადებელი მაგიდის თავზე ჭერი დაზიანებულია, ხდება ნაწილაკების ცვენა იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი; შესაფუთი მასალა არ ინახება ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოირიცხოს რაიმე სახით დაბინძურება.

შპს „სფაის გარდენ“ (კაფე-ბარი, რესტორანი, დავით აღმაშენებლის გამზ. N123) - იმ სათავსოს ჭერზე და დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და სურსათის დაბინძურება; არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობების, მოწყობილობებისა და ზედაპირების დასუფთავება და საჭიროების შემთხვევაში დეზინფექცია, რომელიც შეხებაშია სურსათთან.

შპს „იფქლი პირველი“ (პურის საცხობი, თონე, ვაშლიჯვარი, გოძიაშვილის ქ. #22/24) - პურის საცხობ ღუმელებთან ჭერში ხდება კონდენსატის წარმოქმნა და წვეთა წარმოების ღია პროცესზე; ჭერის ნაწილი პურის საცხობ საამქროში დაზიანებულია და ცვივა ნაწილაკები.

მერაბი დვალი (სასადილო, აბასთუმნის ქ. №1) - სამზარეულოში არის დიდი რაოდენობით მწერი; კედლის ნაწილი დაზიანებულია იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი. არ ექვემდებარება რეცხვა დეზინფექციას; ჭერის ნაწილი დაზიანებულია იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი. არ ექვემდებარება რეცხვა დეზინფექციას; გამწოვი სავენტილაციო სისტემა არის ჭუჭყიანი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და წვეთა იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი; სურსათთან შეხებაში მყოფი ჭურჭლისა და აღჭურვილობის (თასები, დანები, ჩამჩები, ქვაბები) რეცხვა დეზინფექცია არ ხდება; ინვენტარის (თასები, ქვაბები) ნაწილი კოროზირებულია.

შპს „კ და მ რესტორნები 1“ (კაფე-ბარი, რესტორანი, რუსთაველის ქუჩა N 2/4) სავენტილაციო სისტემაზე (რომლის ქვეშაც ხინკალი იხარშება) წარმოიქმნება კონდენსატი.

შპს „გრანდი“ (სწრაფი კვების ობიექტი, აკაკი წერეთლის გამზირი 142 მოპირდაპირედ) - არასათანადო პირობები

შპს „ბოჰემა“ (კაფე-სახაჭაპურე, გრიშაშვილის ქ. N11) - სამზარეულოს სავენტილაციო სისტემა არ არის სუფთა მდგომარეობაში. წარმოიქმნება კონდენსატი.

ლამზირა ბიგანაშვილი (კაფე-ბარი, რესტორანი, ჭიაურელის N38) - იმ სათავსოში, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ღია პროცესი, სავენტილაციო სისტემაზე წარმოიქმნება კონდენსატი და ბინძურდება სურსათი.

შპს ელელ ჯგუფი (საშაურმე, დიღმის მასივი IV და V კვარტალს შორის არსებულ ტექსელის ხეივანში არსებული შენობა 49) - გამწოვი სავენტილაციო სისტემა არის დაბინძურებული, გროვდება კონდენსატი.

შპს Aladashvili&co (სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების მომსახურება/სასადილო, ტურგენევის ქ. N1) - იმ სათავსოში, სადაც ხდება სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები.

შპს "ლუდის ქარხანა ჩემო კარგო" (კაფე-ბარი, რესტორანი, ბელიაშვილის ქ. #25) - სურსათში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელმაც შესაძლოა, რისკი შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; სურსათის შესაფუთი მასალა არ ინახება სათანადო პირობებში და წარმოადგენს სურსათის დაბინძურების წყაროს.

შპს ,,ფენიქსი'' (კაფე-ბარი, რესტორანი, დ.აღმაშენებლის გამზ 42) - იმ სათავსოში, სადაც ხდება სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები.

შპს „კუში ინდიან ფუდ“ (კაფე-ბარი, რესტორანი, მერაბ კოსტავას ქ #44) - სამზარეულოში, სადაც მიმდინარეობს სურსათის/წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი ჭერი არ ექვემდებარება დასუფთავებას ან/და დეზინფექციას და აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სურსათის დაბინძურება; არ არის დაცული სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი.

ი.მ დავით სარდლიშვილი (სასადილო, აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ) - ანტისანიტარია, კონდენსატის დაგროვება, სამზარეულოს არასათანადო ინვენტარი.

შპს „დეიდრიმ უნივერსალ საქართველო“ (სასადილო, ვარკეთილის მეტროს მ.ტ) - დაბინძურებულია სავენტილაციო სისტემა, გროვდება კონდენსატი; არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია.

ლელა ცხვარაძე (კაფე-ბარი, რესტორანი. თემქა მე-3 მ/რ, მე-5 კვ. მე-16 მ/ტ) - გროვდება კონდენსატი და ბინძურდება სურსათი.

შპს ფუდტოპია (სწრაფი კვების ობიექტი, რუსთაველის გამზ N2-4) - კონდენსატის დაგროვება, ნივთების არსათანადო რეცხვა-დეზინფიცირება.

გია ჩიგოგიძე (საცხობი, ცაბაძის ქ. 8, ფაცხები) - კედლები და ჭერი არ ექვემდებარება დასუფთავებას ან/და დეზინფექციას და აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს სურსათის დაბინძურება; არ სუფთავდება და კოროზირებულია საგნები და აღჭურვილობები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system