თავში

რა დარღვევებია სკოლების ბუფეტებში

რა დარღვევებია სკოლების ბუფეტებში
რა დარღვევებია სკოლების ბუფეტებში

სურსათი უვნებლობის სააგენტო სასწავლო დაწესებულებებში კვების ობიექტების შემოწმებას აგრძელებს. უწყების ინფორმაციით, 2019 წელს, 21 ოქტომბრის მონაცემით,  თბილისსა და რეგიონებში 80 სკოლის სამზარეულო შემოწმდა, 2018 წელს - 69. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, ყველაზე მეტად დარღვევა ეტიკეტთან დაკავშირებითაა. თუმცა წელს სხვადასხვა ტიპის დარღვევებს შორის აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობის 6 შემთხვევა, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 2-მდე შემცირდა. 

როგორც წესი, კრიტიკული არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ხდება კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

რაც შეეხება სხვა ტიპის დარღვევებს, 2018 წელს საკვების ვადაგადაცილების 4 შემთხვევა იყო, წელს ეს რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. მცირედით შემცირდა ეტიკეტირებასთან დაკავშირებული დარღვევა: შარშან 25 შემთხვევა აღირიცხა, წელს 21 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა. 

როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტოში report.ge-ს განუმარტეს, წელს, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, საბავშვო ბაღებში ჩატარებულია 2592 ინსპექტირება და 1929 დოკუმენტური შემოწმება; სკოლებში - 256 ინსპექტირება და 406 დოკუმენტური შემოწმება. რაც შეეხება 2018 წლის მონაცემს, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ყველა საბავშვო ბაღის კვების ბლოკში განახორციელეს 2422 ინსპექტირება და 2350 დოკუმენტური შემოწმება; სკოლის ბუფეტებში კი 310 ინსპექტირება და 661 დოკუმენტური შემოწმება ჩატარდა. 

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ გააქტიურებული კონტროლისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად, დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system