თავში

რა დაუჯდა წლევანდელი რთველი ბიუჯეტს

რა დაუჯდა წლევანდელი რთველი ბიუჯეტს
რა დაუჯდა წლევანდელი რთველი ბიუჯეტს

"სახელმწიფოს მხრიდან შესაძენი ყურძნის თანხა იყო მთლიანად 100 მლნ ლარი, ან ცოტა მეტი, მაგრამ აქ ნაწილი იყო ბიუჯეტის რესურსი და ნაწილი სახელმწიფო კომპანიის სუბსიდირება," - ასე პასუხობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კითხვას, თუ რა დაუჯდა წელს რტველი ბიუჯეტს. 

მისნისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არის, „სახელმწიფო მართვის კომპანია“ გახლავთ ინსტრუმენტი, რომელსაც ბევრი სახელმწიფო სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიმართ იყენებს.

"ჩვენს შემთხვევაში წნეხი მოდის ხოლმე ყურძენზე, თუმცა სხვა სფეროებშიც მოგვიწია ამ ბერკეტის გამოყენება. ხშირ შემთხვევაში ასეთი ტიპის ოპერაციები არის სუბსიდირებული, თუმცა არის კომერციული კომპონენტიც. ამ კომპანიის ოპერირებაშიც არის ოპერაციები, რომლებიც მინიმუმ ისეთი მდგრადია, რომ ზარალზე არ მიდის და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მომგებიანიც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ ჯერ-ჯერობით პოზიტიური მოლოდინები არ შეინიშნება, თუმცა არ გამოირიცხება, რომ მსოფლიო ბაზრები სწრაფად აღდგეს და ნედლეულსაც ფასი დაედოს, ანუ შეიძლება სახელმწიფომ ეს რესურსები მომგებიანად დააბინაოს. 

ყურძნის ჩაბარებაში წელს პირველად ჩართული იყო „მოსავლის მართვის კომპანია“, რომელიც მეღვინეებს ყურძნის ჩაბარებაში ეხმარებოდა. სქემა ასე მუშაობდა: "მოსავლის მართვის კომპანიამ“ მეღვინეებისგან ჩაიბარა მევენახეებისგან ნაყიდი ყურძენი. მეღვინეებმა ნედლეული უნდა გადაამუშაონ და შეინახონ იქამდე, ვიდრე სახელმწიფო მართვის კომპანია მას გასაყიდად არ გამოიტანს ბაზარზე.

შეგახსენებთ, საქართველოში რთველი-2020 დასრულდა. კახელმა მევენახეებმა 277 ათასი ყურძენი ჩააბარეს, ხოლო რაჭაში ჩაბარებულია 1400 ტონა ყურძენი.  წელს საქარველოს ყურძნის ძირითად სამრეწველო რეგიონებში, როგორიცაა კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი, ინდუსტრიულად გადამუშავებულია 280 ათასი ტონა ყურძენი. მოსავალი წელს 25 ათასმა მევენახე ფერმერმა ჩააბარა და მათი ჯამური შემოსავალი 310 მილიონი ლარს გაუტოლდა. მთავრობის შეფასებით, წელს საქართველოში ყურძენი კონკურენტულ და მოსაღებ ფასში გაიყიდა. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, რთველის პიკის პერიოდში დაახლოებით დღე-ღამეში 15 ათასი ტონა ყურძენი მუშავდებოდა. 

ჯამში წელს გადამუშავდა 175 ათასი ტონა "რქაწითელი", რაც მთავარი ინდუსტრიული ჯიშია ქვეყანაში. გადამუშავებულია ასევე 80 ათასი ტონა "საფერავის" ჯიშის ყურძენი, 5 ათასი ტონა "კახური მწვანე" და 3 ათას ტონაზე მეტი "ქისი", 2 400 ტონა "ალექსანდროყული" და "მუჯურეთული" რაჭაში, რითაც მზადდება ხვანჭკარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system