თავში

რა დავალებები მისცა დღეს გახარიამ ფინანსთა მინისტრს

რა დავალებები მისცა დღეს გახარიამ ფინანსთა მინისტრს
რა დავალებები მისცა დღეს გახარიამ ფინანსთა მინისტრს

პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს ორი დავალება მისცა. პირველი ესაა, შეისწავლოს ყველა რისკი და ბენეფიტი, რაც შეიძლება მოიტანოს უცხოურ ვალუტაში გასაცემი სესხების 200 ათას ლარიანი ზღვრის შემცირებამ.

"ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ და მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებს პასუხი გავცეთ. მინდა ეკონომიკური ზრდის რისკების, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დავავალო, ის შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესთ, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარის ფარგლებში, განიხილოთ შესაძლებლობა და მომავალი მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოთ, რამდენად შესაძლებელია, ეს ზღვარი შეამციროთ 100 ათას ლარამდე", – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ფინანსთა მინისტრს დაავალა აგრეთვე შემოსავლების სამსახურისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. 

"მნიშვნელოვანია ფისკალური დისციპლინა, ამიტომ ფინანსთა მინისტრს მინდა დავავალო განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ყველაფერს, რაც ხდება შემოსავლების სამსახურში. დღეს ჩვენთვის სამართლიანი, ეფექტური და გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და საერთოდ სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა", – განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system