თავში

რა დავალებები მისცა გახარიამ ეკონომიკურ გუნდს კორონავირუსის პრევენციისთვის

რა დავალებები მისცა გახარიამ ეკონომიკურ გუნდს
რა დავალებები მისცა გახარიამ ეკონომიკურ გუნდს კორონავირუსის პრევენციისთვის

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილებისა და შესაძლო გავრცელების შემთხვევაში ეფექტიანი რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა შესაბამისი განკარგულება (N164) და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

გეგმის მიხედვით გაწერილ ღონისძიებებში კომპეტენციის ფარგლებში ჩართულია მთავრობის ეკონომიკური გუნდიც: ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო.

ფინანსთა სამინისტროსთვის მიცემული დავალებები ასე გამოიყურება:

ეკონომიკის სამინისტროს მიერ შესასრულებელი სამუშაო კორონავირისის პრევენციისთვის ასეთია:

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კი ასეთი დავალება მიიღო:

შეგახსენებთ, საქართველომ ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტთან ერთად, რეექსპორტი და ტრანზიტი აკრძალა.

შეწყდა საქართველო-ჩინეთის პირდაპირი ავიარეისები.

ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 132-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 6000-ს მიაღწია.

შეგახსნებეთ, ჩინეთს ამჟამად რთული პერიოდი უდგას. ქვეყანა ახალ კორონავირუსს ებრძვის. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთაც. ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system