თავში

რა დისკომფორტს უქმნის ბიზნესს დაუგეგმარებელი მცხეთა

რა დისკომფორტს უქმნის ბიზნესს დაუგეგმარებელი მცხეთა
რა დისკომფორტს უქმნის ბიზნესს დაუგეგმარებელი მცხეთა

მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნაზე საქართველოს ხელისუფლებამ მუშაობა 6 წლის წინ დაიწყო. გეგმის მიხედვით მცხეთაში მშენებლობის სტანდარტები ისე უნდა განსაზღვრულიყო, რომ იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ქალაქის ამოღების საფრთხე გამქრალიყო. ბოლო ინფორმაციით,ქალაქ მცხეთის გენგეგმაზე მუშაობა 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დოკუმენტი მზად ამ დრომდე არ არის.

ამით კი ზარალდება ბიზნესი, რომელიც განვითარებას ვერ ახერხებს, რადგან გეგმის არაარსებობის გამო მშენებლობის ნებართვების გაცემა მუნიციპალიტეტს შეჩერებული აქვს. 

ნოდარ ცირამუა 3 წელია ცდილობს მოიპოვოს ნებართვა საკუთარი საიჯახო-სასტუმტო გააფართოვოს, თუმცა ამის ნებართვას მუნიციპალიტეტი არ აძლევს. მცირე მეწარმის თქმით, მის ბედს იზიარებს მცხეთის თითქმის მთელი ბიზნესსექტორი. 

"ჩემი ბიზნესი სახელმწიფო დაფინანსებით წამოვიწყე. 5 წელია სასტუმროს ვამუშავებ და ტურისტების ნაკადის ზრდის გამო ობიექტის გაფართოება მინდა, დაშენება და მოშენება. ასევე ეზოს დიზაინის შეცვლა. სამუშაოებს ვერ ვიწყებ, სანამ ნებართვას არ მომცემს მუნიციპალიტეტი. ეს ნებართვა კი 3 წელია ვერ მოვიპოვე, რადგან გენგეგმის დამტკიცებამდე შეაჩერეს ნებართვების გაცემა საერთოდ. არადა, ვკარგავ მოგების შანსს. ამ ზაფხულს 2-ჯერ 8 კაციანი ჯგუფი ვერ მივიღე ადგილები არ მქონდა. თუ ობიეტქს გავზრდი მეც გამეზრდება მოგება, მეტს შევიტან ბიუჯეტში, მეტს დავასაქმებ, მოკლედ, ეკონომიკურად ბევრად სარგებლიანი გავხდები და ეს შესაძლებლობა მეზღუდება. რატომ? იმიტომ რომ ვიღაც ჯეროვნად არ ასრულებს პასუხისმგებლობას და მოვალობას. ვადაც კი არ ვიცი ზუსტად, სადამდე უნდა ვიყოთ ამ დღეში," - განუცხადა report.ge-ს მცირე მეწარმემ.

ცნობისთვის, 1994 წელს, ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლები UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შევიდა, რამაც ქალაქის საერთაშორისო ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა განაპირობა. UNESCO აქტიურად ითანამშრომლებს ამხანაგობასთან და ეტაპობრივად გასცემს რეკომენდაციებს ქალაქის უსისტემო და ქაოტური განვითარების თავიდან აცილებასა და მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნების მიზნით. 

შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანია „აქოლისთან“ ხელშეკრულება 2019 წელს გააფორმა. კომპანიას მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციაზე მუშაობა 2019 წლის ბოლოსთვის უნდა დაესრულებინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system