თავში

რა დონეზეა ინფლაცია საქართველოსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში

რა დონეზეა ინფლაცია საქართველოსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში
რა დონეზეა ინფლაცია საქართველოსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში

წინა თვესთან შედარებით, სექტემბერში, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.2 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.1 პროცენტით გაუფასურდა. 

წლიურად ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.8 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.4 პროცენტით გაუფასურდა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის სექტემბრის მიმოხილვაში.

ცენტრალური ბანკის ცნობით, სავაჭრო პარტნიორთაგან სექტემბერში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 3.8 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში - 11.7 პროცენტი, ბელორუსში - 6.1 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო რუსეთში - 3.7 პროცენტი, აზერბაიჯანში - 2.6 პროცენტი, უკრაინაში - 2.3 პროცენტი, აშშ-ში - 1.4 პროცენტი, სომხეთში - 1.4 პროცენტი და ევროზონაში - -0.3 პროცენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system