თავში

რა დონეზეა მეშახტეების უსაფრთხოება საქართველოში

რა დონეზეა მეშახტეების უსაფრთხოება საქართველოში
რა დონეზეა მეშახტეების უსაფრთხოება საქართველოში

,,გაერთიანებული პროფკავშირების" შეფასებით,  მეშახტეების უსაფრთხოება ბოლო 2 წელიწადში რადიკალურად გაუმჯობესდა. ამ მხრივ განსაკუთრებით კარგი მდგომარეობაა ტყიბულში, სადაც შახტების საქმიანობის კონტროლი ინტერნსიურად ხორციელდება. ამის შესახებ report.ge-ს მეტალურგიულ და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა. 

,,მეშახტეების შრომის უსაფრთხოება დღეის მდგომარეობით, მაქსიმალურად არის დაცული. 2018 წლის შემდეგ არათუ შემცირდა გარდაცვალების სტატისტიკა, არამედ საერთოდ განულდა. არც ერთი მეშახტე შრომის უსაფრთხოების ნორმის დარღვევის გამო ბოლო 2 წელიწადში არ დაღუპულა. სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ აქტიური სამუშაოები ტარდება, კერძოდ, ინტენსიურად ხორციელდება შახტების მონიტორინგი, ახლა უკვე ისეთი რეჟიმით მიმდინარეობს სამუშაოები, როცა შრომით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობები გადანაწილებულია და არასასურველ, უბედურ შემთხვევებს ადგილი არ აქვს", - ამბობს დოლაბერიძე.

რაც შეეხება ჭიათურას, მისი თქმით, აქ შედარებით განსხვავებული ვითარებაა. როგორც დოლაბერიძე აღნიშნავს, გაუმჯობესება არის, მაგრამ გარკვეული გამოწვევა მაინც რჩება.

,,ჭიათურაში საწარმოო შემთხვევები მოხდა წელს და შარშანაც, ძირითადად, დასახიჩრების ფაქტებია. არის მცდელობა, რომ სიტუაცია იქაც შეიცვალოს, პრევენციული ღონსძიებები ტარდება, თუმცა არ გვაქვს ისეთი შედეგი, როგორიც ტყიბულში, სადაც კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია. ჭიათურაში შედარებით დიდი საწარმოა, ფუნქციების და პასუხისმგებლობის განაწილების პრობლემაა მენეჯმენტებს შორის, რადგან, როგორც ვიცით, ,ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოები გავიდა გარეთ და თუკი 2019 წლამდე 1 კომპანიასთან გვქონდა საქმე, ახლა უკვე 9 კომპანიასთან გვიწევს ურთიერთობა. ეს საკმაოდ რთულია, შრომის უსაფრთხოების საკითხს ყველა თავისებურად უდგება. თუმცა მთავარია, რომ სახელმწიფოს ეს საკითხი მაღალ რანგში აქვს აყვანილი, პრობლემა აღიარა და ფაქტობრივად, მაქსმალური კეთდება, რომ შრომითი გარემო უსაფრთხო იყოს", - დასძენს დოლაბერიძე. 

ცნობისთვის, მეშახტეების შრომის უსაფრთხოებაზე გააკეთა აქცენტი დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ტყიბულში, კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულ მეშახტეებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ მეშახტეების უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია და უაღრესად მნიშნელოვანია, რომ ადგილობრივი ნახშირის მოპოვება უსაფრთხოდ, შრომის პირობების სრული დაცვით მიმდინარეობდეს.

მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება, ყველაფერს გაააკეთებს მეშახტეების შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system