თავში

რა დონეზეა ტყის ეკონომიკური სარგებლიანობა საქართველოში

რა დონეზეა ტყის ეკონომიკური სარგებლიანობა საქართველოში
რა დონეზეა ტყის ეკონომიკური სარგებლიანობა საქართველოში

სააგენტოს მართვის ქვეშ ქვეყნის ტყის ფონდის დაახლოებით 2 მლნ ჰექატრია. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სააგენტო რეგიონული სატყეო სამსახურების მეშვეობით, ქვეყნის 9 რეგიონში ოპერირებს. (აჭარის გარდა) ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებებია ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება. ასევე, მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა და ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც, როგორც მოსახელობის სათბობი შეშით მომარაგების ახალი მექანიზმის დანერგვას, ისე კერძო სექტორის ხელშეწყობასაც გულისხმობს და ტყის მდგრად მართვასთან ერთად, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს ზრდის. 

ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველთვიური გამოცემის „ჩვენი სოფლის“ დეკემბრის ნომერში.

უწყების ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს 2020 წლის მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა: სატყეო ინფრასტრუქტურის განვითრება ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს დაამტკიცა, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოაგდნეს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. 

"ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, სამინისტროს ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში (იმერეთი; გურია, სამცხე-ჯავახეთი; მცხეთა-მთიანეთი; კახეთი, შიდა ქართლი) მოეწყო 26 „საქმიანი ეზო“, რაც უზრუნველყოფს ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას. როგორც ცნობილია, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორცილებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. ეროვნული სატყეო სააგენტოს მმართველობითი სისტემის გაძლიერება; ტყის მდგრადი მართვის სისტემის განვითარებისა და ტყის კოდექსის ეფექტიანი აღსრულებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს ძლიერი ტყის მართვის ორგანო და გამართული ინსტიტუციური სისტემა. შესაბამისად, 2020 წელს მომზადდა ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021-2026 წლებისთვის; ფინანსური მონიტორინგის სრუყოფილად დანერგვის მიზნით, გაფორმდა პირველი ხელშეკრულება სააგენტოსა და სამინისტროს შორის საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ (SLA); ეროვნულ სატყეო სააგენტოს და სიდას/ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შორის, მემორანდმუს მოეწერა ხელი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პრინციპების დანერგვისთვის. შიდა პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებით სატყეო სააგენტო იქნება საქართველოში პირველი საჯარო უწყება მსგავსი მმართველობითი ინსტრუმენტების დანერგვის მიმართულებით," - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 

უწყების განმარტებითვე, ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება. მას ათწლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატეყო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისთვის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის ათწლიანი გეგმები. 2020 წელს ტყის ინვენტარიზაცია და 10 წლიანი მართვის გეგმების მომზადება განხორციელდა 150 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე, რაც წინა წლების წლიურ მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ახმეტისა და დედოფლისწყარო- -სიღნაღის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაცია ახალგაზრდა მეტყევე სპეციალისტების მიერ განხორციელდა, რომლებიც 2019-2020 წლებში ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადებული სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, დასაქმდნენ საველე სამუშაოებზე. სააგენტოს მიერ 2019 წელს ინიცირებულმა ამ პროცესმა ახალგაზრდებში მეტყევის პროფესიისადმი ინტერესის ზრდას შეუწყო ხელი და სასწავლო პროგრამის ფარგლებში 2020 წელს 21 ახალი მეტყევე-ტაქსატორი გადამზადდა, რაც წინა წლის მსურველთა რაოდენობას აღემატება.

შეგახსენებთ, ტყეს ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური დანიშნულება აქვს.

ეკოლოგიური: 1.ტყეების აღდგენა. 2. ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. 3.ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება 

ეკონომიკური: 1.ორგანიზებული ტყითსარგებლობა და ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. 2.მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა - რეკრიაცია, ტურიზმი, არამერქნული რესურსები. ხე-ტყის დამზადების სამუშაოები განხორციელდება სააგენტოს მიერ ან მისი ზედამხედველობით, გრძელვადიანი ტყითსარგებლობა (იჯარა), ბიომასის (ბრიკეტი) წარმოების ხელწეყობა, რისთვისაც გამოიყენება ტყეში შეშად გამოუსადეგარი ნარჩენი (წვრილი, ტოტი, ნაფოტი), რაც ხელს შეწუყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას.

სოციალური: 1.სატყეო განათლების ხელშეწყობა. 2.რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნა. 3.სათბობი შეშით მომარაგების ახალი მექანიზმები (საქმიანი ეზო ყველა მუნიციპალიტეტში) განახლებული პროფსიული სწავლება და უმაღლესი სწავლების სტანდარტები, სტაჟირებისა და პრაქტიკის სისტემა. სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებზე დასაქმებულია 100 % ადგილობრივი მოსახელობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system