თავში

რა დონეზეა უმუშევრობა 2020 წლის II კვარტალში

რა დონეზეა უმუშევრობა ​2020 წლის II კვარტალში
რა დონეზეა უმუშევრობა 2020 წლის II კვარტალში

,,სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3 პროცენტი შეადგინა. უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7 პროცენტი შეადგინა. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, 2020 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system