თავში

რა დრო დასჭირდება ბიზნესს ძალების აღსადგენად

რა დრო დასჭირდება ბიზნესს ძალების აღსადგენად
რა დრო დასჭირდება ბიზნესს ძალების აღსადგენად

ეკკონომისტი რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ ბიზნესს, შეზღუდვების სრულად მოხსნის შემდეგ, დაახლოებით 4-5 თვე დასჭირდება, რომ თვითკმარობამდე მივიდეს, ხოლო 2019 წელს არსებულ მაჩვენებლებს, სავარაუდოდ, 2023 წლიდან მიაღწევს. გერლიანის აზრით, ბიზნესისთვის მცირე შეზღუდვასაც კი დიდი ნეგატიური შედეგი მოაქვს, ამიტომ აუცილებელია, მოიხსნას ,,კომენტანტის საათი" და ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც კომპანიებს ნორმალურ, გამართულ საქმიანობაში ხელს უშლის.

,,ვსაუბრობთ, რომ ტურიზმი დიდხანს ვერ აღიდგენს ძალებს, მაგრამ ამ დარგზე ბევრად არის დამოკიდებული ეკონომიკის მცირე და დიდი სექტორები - დაწყებული სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესიდან, მცირე ვაჭრობით დამთავრებული. შესაბამისად, პრობლემის მოგვარება მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რიგი ობიექტური გარემოებებია. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში, ბიზნესს დასჭირდება თვითკმარობამდე მისაღწევად, მინიმუმ, 4-5 თვე, ხოლო იმ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად, რაც ეპიდემიამდე იყო, დაახლოებით 2 წელი გახდება საჭირო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები მოიხსნას, მაგრამ იმისთვის, რომ მაღალმომგებიანი გახდეს ბიზნესი, ეკონომიკის გახსნილობა არასაკმარისია. კომპანიებისთვის დიდი დაბრკოლება არის შეზღუდვები, როგორიცაა ,,კომენდანტის საათი", რა პირობებშიც სარესტორნო ბიზნესს საქმიანობა გაუჭირდება. ეკონომიკური სიტუაცია რომ გამოსწორდეს, მეტი თავისუფლება სჭირდება ბიზნესს", - აცხადებს გერლიანი.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ პანდემიისას შემოსავლები შემცირდა, დამატებითი ხარჯის გაწევა უწევთ კომპანიებს გაუზარებელი რეგულაციების გამო. ამის მაგალითად ეკონომისტი დასაქმებულების სამუშაო საათების აღრიცხვას მიიჩნევს, რის ვალდებულებაც კომპანიებს კანონით აქვთ.

,,ახალი რეგულაციით ბიზნესს დიდი დაბრკოლება შეუქმნეს. ეს ვალდებულება ნამდვილად ვერ შესრულდება, ბევრი უკუკავშირია იმისთვის, რომ მოთხოვვერ  შეასრულონ, ხოლო თუ დაჯარიმდებიან, ბიზნესს მომაკვდინებელ განაჩენს გამოუტანენ", - დასძენს გერლიანი report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ ყველა ხანგრძლივი ჩაკეტვის შემდეგ, 25 თებერვლიდან გაიხსნა სასტუმრეობი, სამთო კურორტები (საბაგირეობი 8 მარტიდან), ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. მუნიციპალური ტრანსპორტი კი 27 თებერვლიდან მოყოლებული შაბათ-კვირასაც იმუშავებს. რესტორნების შიდა სივრცეები ბათუმში 1-ლი მარტიდან ამოქმედდება, ხოლო დანარჩენ საქართველოში - 8 მარტიდან (შაბათ-კვირის გარდა). კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება შესაძლებელი იქნება 1-ლი მარტიდან, ხოლო 15 მარტიდან მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები.

თუმცა, შეზღუდვების მოხსნა ,,კომენდანტის საათს" არ შეეხო.

რაც შეეხება ახალ რეგულაციას, როგორც ცნობილია, 1 მარტიდან კომპანიებს დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა დაევალათ. წარმოებული ანგარიში დამსაქმებლებმა 1 წლით უნდა დააარქივონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system