თავში

რა დრო დასჭირდება კრიზისის საბოლოო დაძლევას

რა დრო დასჭირდება კრიზისის საბოლოო დაძლევას
რა დრო დასჭირდება კრიზისის საბოლოო დაძლევას

ერთ სულ მოსახლეზე 200 ლარით შემცირებულ მშპ-ს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ეკონომიკის დრამატულ ფაზად მიიჩნევს. მისი განცხადებით, ეპიდემიამ მოსახლეობის კეთილდღეობა მკვეთრად შეარყია და ამ ჩიხური სიტუაციიდან თავის დაღწევას ქვეყანა 2025 წლამდე ვერ შეძლებს. მისი თქმით, ეს ეს დროა, როცა კრიზისის დაძლეული იქნება და საქართველოს ახალ ეკონომიკურ მოცემულობაში მოუწევს ცხოვრება.

,,აბსტრაქტული ღირებულება არ აქვს ფაქტს, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 200 ლარითაა შემცირებული. ის აისახება ყოველი კონკრეტული ადამიანის და სათითაოდ თითქმის ყველა ოჯახის კეთილდღეობაზე. გაცილებით ნაკლები ფინანსური დოვლათის მოხმარების შესაძლებლობაა, ვიდრე - კრიზისამდე პერიოდში. მოგეხსენებათ, რა დიდი დარტყმა მიიღო ტურისტულმა ინდუსტრიამ, გაფართოების ნაცვლად შემცირება მოხდა, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა სამშენებლო სექტორი, რეკრეაციული მომსახურების სფეროს - გართობა, დასვენება, თეატრები, სპორტული ღონისძიებები და სხვა, ფაქტობრივად, ეპიდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მთელ ეკონომიკას გადაუარა. 200 ლარით შემცირება, მხოლოდ არითმეთიკაა, უნდა შევხედოთ, როგორც მხოლოდ მოცემულობას და რაც შეიძლება მალე დავძლიოთ კრიზისი", - აცხადებს არჩვაძე.

მისი შეფასებით, მსოფლიოს უამრავი ქვეყანა ერთდროულად სინქრონულად შევიდა კრიზისში და იქიდან გამოსვლა ასიმეტრიული ხასიათის იქნება. 

,,მსოფლიო ბანკი გვეუბნება, რომ თანდათან, დარგების მიხედვით მოხდება კრიზისიდან გამოსვლა და ამ პროცესს დაახლოებით 5 წელი დასჭირდება. როცა კეთილდღეობა მცირდება, რჩება 2 გზაა: ადამიანები ეგუებიან ნაკლებ მოხმარებას ან ცდილობენ გაცილებით მეტი ძალისხმევით და შრომით, გრძელვადიანი დასაქმებით უზრუნველყონ თავიანთი შემოსავლები, თუმცა ყველასთვის არ არის შესაძლებელი სამუშაო ადგილების სიმცირის გამო. ეკონომიკური თეორიისთვის საინტერესო, მაგრამ პრაქტიკულად საკმაოდ დრამატულ ფაზაში ვიმყოფებით", - დასძენს სტატისტიკოსი.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე შემცირდა. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის მეორე კვარტალშო 3,016 ლარს შეადგენდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 200 ლარით ნაკლებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system