თავში

რა ეღირება ჩარტერული რეისების ბილეთები

რა ეღირება ჩარტერული რეისების ბილეთები
რა ეღირება ჩარტერული რეისების ბილეთები

"დაინიშნება შეღავათიანი რეისები, რომელზეც ჩვენს მოქალაქეებს, ემიგრანტებს ბილეთში გადასახდელი ექნებათ არა ის კატასტროფული ციფრები, რომელსაც დღეს ასახელებენ, არამედ არ დასჭირდებათ 200 ევროზე მეტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპიდან ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამა 6 ივლისიდან გაგრძელდება.

გახარიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე საზღვრების გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც არსებობს შესაძლებლობა, სწრაფად აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა.

„ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ევროპიდან ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამით რეისების მიმართულება ბევრად უფრო ფართო იქნება. ორშაბათს გვექნება კონკრეტული სია, რომელი დედაქალაქიდან, რომელი ქვეყნიდან რა სიხშირით და რა რიცხვში,"  - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, 7 ივლისს, პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება. სპეც-რეისების ზუსტი გრაფიკი კი ორშაბათიდან გამოქვეყნდება.

მთავრობა ემიგრანტებისთვის ავიარეისებს დაასუბსიდირებს, ხოლო ავიაბაზარზე კონკურენციის უზრუნველსაყოფად და ბილეთებზე ადეკვატური ფასწარმოქმნისთვის სპეც-რეისებს არა ერთი, არამდედ, რამდენიმე ავიაკომპანია შეასრულებს. აქამდე ჩარტერული რეისების შესრულებაზე ნებართვა მხოლოდ "აირზენას" ჰქონდა, რის გამოც, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, კომერციულ ჩარტერებზე გაუმართლებლად გაიზარდა ფასები. ამასთან, თურნავას თქით, "აირზენამ" ბილეთები მთავრობასთან შეუთანხმებლად გაყიდა. ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ ჩარტერული ფრენები Wizz Air-მაც განახორციელოს.

შეგახსენებთ, მართალია, ქვეყანამ ავიასივრცე რეგულარული საერთასორისო ფრენებისთვის 1 აგვისტომდე დახურა, მაგრამ საქართველო ინტენსიურ ჩარტერულ ფრენებს ინარჩუნებს.

ევროკავშირმა კი საქართველოს ავიასივრცე 1 ივლისიდან გაუხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system