თავში

რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე
რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1880 ლარი ღირს.

გუშინ 1 დოლარის ყიდვა 3.1568 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0312‬ პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4230 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო გუშინ 3.4109 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით ‭0.0121 პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 20 მარტს დაადგინა, ხვალიდან, 21 მარტიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი ‭3.1800 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system