
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0614 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0624 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.001 პუნქტით გამყარებული.
1 ევროს შეძენა კი 3.4673 ლარად არის შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.4593 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.008 პუნქტით არის გამყარებული.
გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 13 ივლისს, დაადგინა, ხვალიდან, 14 ივლისიდან, იმოქმედებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.
ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0623 ლარად ივაჭრება.
ბელა გელაშვილი
ავტორი