თავში

რა ეღირება ლარი დღეს და შაბათ-კვირას

რა ეღირება ლარი დღეს და შაბათ-კვირას
რა ეღირება ლარი დღეს და შაბათ-კვირას

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი  3.0624 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0600 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0024 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი  3.4593 ლარად არის შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.4655 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით  0.0062 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 10 ივლისს, დაადგინა, ხვალიდან, 11 ივლისიდან, იმოქმედებს და ორშაბათამდე, 13 ივლისამდე, იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0625 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system