თავში

რა ეკონომიკურ გზავნილებს ჩაიტანს ბრიუსელში ღარიბაშვილი

რა ეკონომიკურ გზავნილებს ჩაიტანს ბრიუსელში ღარიბაშვილი
რა ეკონომიკურ გზავნილებს ჩაიტანს ბრიუსელში ღარიბაშვილი

"ასოცირების შეთანხმების შესრულება და კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად არის საქართველო ერთგული ევროპასთან ინტეგრაციის კურსისა," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკურ ნაწილში, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე იქნება საუბარი.

„გვექნება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება სასაუბრო ეკონომიკურ ნაწილში, პირველ რიგში ეს არის შავი ზღვის გამავალი მარშრუტები და ჩვენი უკეთესი კავშირები ევროპულ პორტებთან. ჩვენ დღესაც გარკვეული საბორნე მარშრუტები გაგვაჩნია, მაგრამ ეს არ არის ნამდვილად საკმარისი იმისთვის, რომ უფრო უკეთესად ვივაჭროთ ევროკავშირთან, რომელიც დღეს ჩვენი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. მეორე მიმართულება ეს არის უფრო სრული ათვისება ევროკავშირის ბაზრის ახალი პროდუქციის ჯგუფების შერჩევა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად დავეხმარებით შეაღწიონ ევროკავშირში, ევროკავშირის ბაზარზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღეს, ბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი იწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system