თავში

რა ეკონომიკურ რისკს ქმნის ყარაბაღის ომი

რა ეკონომიკურ რისკს ქმნის ყარაბაღის ომი
რა ეკონომიკურ რისკს ქმნის ყარაბაღის ომი

"ახლახანს განვითარებული სამხედრო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკისათვის რისკს წარმოადგენს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირდაპირი დამოკიდებულება აღნიშნულ ქვეყნებზე უფრო მცირეა, ვიდრე ეს მოსალოდნელია რომ იყოს უახლოეს მეზობლებს შორის," - ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმეტის მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ექსპორტის, ტურიზმის, გზავნილებისა და FDI-ის შემოდინებები მშპ-ის 3.4%-ს შეადგენდა. 

ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით, აღნიშნულ ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი მეტწილად რეექსპორტს წარმოადგენს, რაც ადგილზე შედარებით ნაკლებ დამატებით ღირებულებას ქმნის.

"მიუხედავად შედარებით შეზღუდული პირდაპირი დამოკიდებულებისა, არაპირდაპირი ეფექტები შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს კონფლიქტის დამატებითი ესკალაციის ან/და გახანგრძლივების შემთხვევაში," - ვკითხულობთ კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით სამხედრო დანიშნულების ტვირთების გატარება შეაჩერა. პრემიერმა გახარიამ იმში ჩართულ ორივე ქვეყანას მოლაპარაკების გამართვა თბილისში შესთავაზა, რაც, ეკონომისტების შეფასებით, სწორი ნაბიჯია და კარგი სიგნალია ინვესტორებისთვის.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის ომმა, საქართველოში ფულად გზავნილებზე ნეგატიური გავლენა მხოლოდ სომხეთის შემთხვევაში იქონია, აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები კვლავ მზარდია.

ცნობისთვის, კონფლიქტოლოგების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების უმეტესობის პოზიცია აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი ვითარებისადმი ერთგვაროვანია. მათი თქმით, ორი ქვეყნის ომი დიდ დარტმას მიაყენებს რეგიონის ეკონომიკას. რამდენად მაღალი იქნება ამ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი, პირდაპირაა დამოკიდებული მის განგრძობადობასთან, დროსა და მასშტაბთან. მათი თქმით, სამხედრო კონფლიქტი ნეგატიურ გავლენას მოახდენს საქართველოს და რეგიონის ინვესტიციებზეტურიზმზე, საგარეო ვაჭრობაზე.

ექსპერტების მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ ყარაბაღის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე უმნიშვნელო იქნება.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ვითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ამ დრომდე დაძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system