თავში

რა ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს ურბანული განახლება

რა ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს ურბანული განახლება
რა ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს ურბანული განახლება

საქართველოში 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება და მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება. ესაა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივა, რომელიც მან დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგინა. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია. 

„რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მილიონ ლარს. პროექტი ითვალისწინებს პირველ რიგში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის ფარგლებში და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. ასევე მინდა გითხრათ, რომ პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები აპრილში, ამ კვირაში გამოცხადდება და 63 მუნიციპალიტეტში ჩვენ ალბათ, ივნისიდან დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს. ამ პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებს განახორციელებენ რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი და ასევე, მუნიციპალიტეტები. პროგრამის დაფინანსება მოხდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით. პროგრამაში და პროექტში ჩაერთვება ყველა საუკეთესო არქიტექტორი, რა თქმა უნდა, ყველა რაიონის და ყველა მუნიციპალიტეტის იქ ადგილზე არსებული ავთენტურობის შენარჩუნებით და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან ძლიერი დასაწყისი იმისა, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის მთლიანად მასშტაბური განახლება. ჩვენ მაქსიმალურად ახალი სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ ყველგან და თანაბრად ყველა მუნიციპალიტეტში, ახალი ევროპული სტანდარტი, რომელიც შეცვლის მთლიანად ჩვენი ქვეყნის საერთო სურათს. ახლა ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, მეტი საქმე, მეტი შრომა და მოსახლეობის გვერდში დგომა და დახმარება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system