თავში

რა ეკონომიკურ ზარალს მოუტანს რეგიონს სომხეთ-აზერბაიჯანის ომი - EXCLUSIVE

რა ეკონომიკურ ზარალს მოუტანს რეგიონს სომხეთ-აზერბაიჯანის ომი
რა ეკონომიკურ ზარალს მოუტანს რეგიონს სომხეთ-აზერბაიჯანის ომი - EXCLUSIVE

ვითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ისევ დაძაბულია. 

კონფლიქტოლოგების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების პოზიცია აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი ვითარებისადმი ერთგვაროვანია. მათი თქმით, ორი ქვეყნის ომი დიდ დარტმას მიაყენებს რეგიონის ეკონომიკას. კონფლიქტი უარყოფითად აისახება ქართულ ეკონომიკაზეც.

ეკონომიკის ექსპერტის ნიკა შენგელიას დაკვირვებით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაწყებულ საომარ ვითარებას, ჯერჯერობით, მათი ვალუტის გაუფასურებაზე მნიშვნელოვნად არ უმოქმედია, თუმცა თუ კონფლიქტი არ შეწყდა, ეს გარდაუვალია. ექსპერტის თქმით ეს კი გავლებნას იქონიებს რეგიონის ვაჭრობის ინდიკატორებზე და ყველა მიმდინარევ ეკონომიკურ პროექტზე.

რაც შეეხება საქართველოს, ექსპერტი ამბობს, რომ კავკასიის რეგიონში შექმნილი საომარი ვითარება, საქართველოში ინვესტიცების შემოდინებაზე მაღალი ალბათობით ასევე ნეგატიურად იმოქმედებს.

"თუ ეს საომარი ვითარება გამწვავდა და ომში თურქეთი და რუსეთიც ჩაერთო, დგება საშიშროება, რუსეთმა საქართველოს ტერიტორია კორიდორად გამოიყენოს და შესაბამისად შეიძლება დავდგეთ საშიშროების წინაშე,რომ საქართველომ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, ეს კი უკვე ეკონომიკაზე ცალსახად ნეგატიურად იმოქმედებს. კავკასიის რეგიონში შექმნილი საომარი ვითარება, საქართველოში ინვესტიცების შემოდინებაზე მაღალი ალბათობით ასევე ნეგატიურად იმოქმედებს," - ამბობს ექსპერტი report.ge-სთან საუბრისას.

შენგელიას განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საომარი ვითარება დროულად არ შეჩერდება, გავლენას მოახდენს ქართულ პოლიტიკაზეც ,ანუ ასეთ შემთხვევაში, ექსპერტის აზრით, საქმე გვექნება პოლიტიკურ რისკთან, რომელიც როგორც ვალუტის კურსზე ასევე ეკონომიკის განვითარებაზე ძალიან მნიშვნელოვან ზეწოლას გამოიწვევს, რადგან იმის დროს რეგიონი და მათ შორის საქართველო, საინვესტიციო მიმზიდველობას კარგავს.

"როდესაც ასეთი ტიპის ფაქტორი ჩნდება, ეკონომიკაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის მთავრობამ სულ რომ გაანულოს გადასახადის განაკვეთები, ინვესტიციები მაინც არ შემოვა. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პოლიტიკური სტაბილურობის თემას," - გვეუბნება ექსპერტი.

შენგელია დარწმუნებულია, რომ საომარ ვითარებებში მყოფი ქვეყნების მიმართულებებით ტვირთნაკადების მოცულობებში საქართველოს ექნება გარკვეული ცვლილებები, რაც მათი მომსახურე ქართული კომპანიების მხრიდან ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადის შენატანების რაოდენობაზე იმოქმედებს, თუმცა ამ ეტაპზე ექსპერტი ამ რისკს ვერ ხედავს. ეს რისკი შენგელიას აზრით იმ შემთხვევაში გამძაფრდება, თუ კონფლიქტის დეესკალაცია ვერ მოხერხდება.

შენგელიას არც აზერბაიჯანი-საქართველოს ენერგეტიკული პროექტები რჩება მხედველობიდან.

"ამ საბრძოლო მოქმედებებისას თუ დაზიანდა ბაქო ჯეიქანის, TANAP ის პროექტით გათვალისწინებული ტრასა, ან სხვა საქართველოში შემომავალი გაზის სატრანსპორტო მილი, როგორიცაა სამხრეთ კავკასიური მილსადენი (SCP) (ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი), მაშინ გარკვეული შემოსავლებიც დაგვაკლდება და ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემებიც შეგვექმნება," - ამბობს ნიკა შენგელია და ხაზს უსვამს აირის სამხრეთ დერეფნის რეგიონულ მნიშვნელობას.

"შეგახსენებთ,რომ "TANAP ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფანს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის. სამხრეთის ეს დერეფნი საქართველოს გარკვეულ საერთაშორისო მოთამაშედ აყალიბებს , კერძოდ იგი ხდება ევროპისთვის საინტერესო და თავისი წვლილი შეაქვს ევროინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე. 2020 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, მილსადენ TANAP-ის საშუალებით, თურქეთში 3,5 მილიარდი კუბური მეტრი აირის ექსპორტი განხორციელდა, რაც 23,6%-ით მეტია ვიდრე წინა წელს" - გვიხსნის ექსპერტი და დასძენს, რომ რეგიონში მშვიდობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელობანი მისი ეკონომიკური განვითარებისთვის. 

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system