თავში

რა ეკონომიკური დატვირთვა აქვს "ოცნების სოლიდარობის აქტს"

რა ეკონომიკური დატვირთვა აქვს "ოცნების სოლიდარობის აქტს"
რა ეკონომიკური დატვირთვა აქვს ოცნების სოლიდარობის აქტს

სოლიდარობის აქტით ყველანი დავეხმარებით ადამიანებს, ვისაც კორონავირუსისა და ეკონომიკური კრიზისის გამო დაუდგება გასაჭირი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღესდღეობით, როდესაც ჩვენ ვდგავართ ეკონომიკური კრიზისის წინაშე და ასობით ადამიანი უკვე კარგავს შემოსავლებს და ათასობით ადამიანმა შეიძლება, დაკარგოს დროებით შემოსავალი, ეს არის მორალურად აბსოლუტურად სწორი და გამართლებული ქმედება ჩვენი მხრიდან. აი, ასე გამოვხატავთ სოლიდარობას და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ინიციატივას გამოუჩნდება სხვა მიმდევრებიც, სხვებიც შემოგვიერთდებიან, კერძო სექტორი, საზოგადოება და ერთად ყველანი დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსისა და ეკონომიკური კრიზისის გამო დაუდგება გასაჭირი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა, დღეს გააჟღერა ინიციატივა "სოლიდარობის აქტის" შესახებ, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკოსები, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, პარლამენტის წევრები ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ სპეციალურ ფონდში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system