თავში

რა ეკონომიკური ეფექტი ექნება მშრალი და ნაყარი ტვირთების ახალ ტერმინალს

რა ეკონომიკური ეფექტი ექნება მშრალი და ნაყარი ტვირთების ახალ ტერმინალს
რა ეკონომიკური ეფექტი ექნება მშრალი და ნაყარი ტვირთების ახალ ტერმინალს

„ახალი სატვირთო ტერმინალი ქართული პორტის გაფართოებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“ , - ამ სათაურით გამოცემა Port Strategy ფოთის პორტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში APM Terminals Poti-ისა და ფოთის ახალ სატვირთო ტერმინალის შეთანხმებაზეა საუბარი.

შეგახსენებთ, კომპანიამ APM Terminals Poti და კორპორაციამ Poti New Terminals ხელი მოაწერეს შეთანხმებას მშრალი და ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალის ერთობლივ მშენებლობაზე.

"APM Terminals Poti განახორციელებს ინვესტიციებს ახალი მოლოს, 400 მეტრის სიგრძის ნავმისადგომისა და 13.5 მეტრამდე ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების უზრუნველყოფაში, ხოლო კორპორაცია Poti New Terminals - ინვესტიციას მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის განკუთვნილ ახალ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მოიცავს მასშტაბური საოპერაციო ზონის მოწყობას და სარკინიგზო ხაზთან კავშირის უზრუნველყოფას ფოთში," - წერს გამოცემა.

აქვე APM Terminals Poti-ის გენერალური დირექტორის შეფასებაცაა მოყვანილი.

„გვაქვს ამბიციური მიზანი, შევქმნათ ფოთის საზღვაო ნავსადგურში მსოფლიო დონის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და ეს გადაწყვეტილება ჩვენს გეგმას სისრულეში მოიყვანს. მოეწყობა თანამედროვე მშრალი და ნაყარი ტვირთების ტერმინალი, რომელსაც შეეძლება პანამაქსის ტიპის გემების მიღება და 25 ჰექტარზე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში სხვადასხვა ტიპის ტვირთების დამუშავება, ინფრასტრუქტურა ტვირთების მიწოდების ჯაჭვს უფრო ეფექტურს და ხელმისაწვდომს გახდის ადგილობრივი და რეგიონული ტვირთების მფლობელებისათვის“, - ამბობს APM Terminals Poti-ის გენერალური დირექტორი კელდ მოსგაარდ კრისტენსენი.

ახალი მშრალი და ნაყარი ტვირთების ტერმინალი დამატებით შექმნის დაახლოებით 10 მილიონ ტონამდე მშრალი და ნაყარი ტვირთის დამუშავების შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ნავსადგურის მომხმარებლებს - მათთვის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის, გემების დამუშავების შემცირებული დროისა და სანდო და ეფექტური მომსახურების მიწოდების წყალობით.

შეგახსენებთ, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ (სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) და ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაცია (PNTC) ფოთის საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით მშრალი და ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალის ერთობლივად განვითარებაზე შეთანხმდნენ. მხარეთა ცნობით, ცნობით, შეთანხმების შესრულება დამოკიდებულია შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system