თავში

რა ელის 2021 წელს ეკონომიკას საქართველოსა და მსოფლიოში

რა ელის 2021 წელს ეკონომიკას საქართველოსა და მსოფლიოში
რა ელის 2021 წელს ეკონომიკას საქართველოსა და მსოფლიოში

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია პროგნოზს არ ცვლის და აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს დაახლოებით 5-6%-ის ფარგლებში შემცირდება. მისი ვარაუდით, დაახლოებით ამავე მაჩვენებლით იქნება კლება გლობალურ ეკონომიკაშიც, რადგან პანდემიასთან დაკავშირებით ვითარება რეალურად არ იცვლება და მისი გამოსწორების შანსი არც მომავალ წელსაა მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, შენგელია ვარაუდობს, რომ ლოკდაუნები, ნაწილობრივი თუ სრული, 2021 წელსაც გაგრძელდება და ამ ზომების მიღება მსოფლიოს უამრავ ქვეყანას მოუწევს.

,,ეროვნული ბანკი საკმაოდ ოპტიმისტურ მოლოდინებს აკეთებს. რაც შეეხება ინფლაციას, მოგეხსენებათ, ფასები უკვე საკმაოდ გაზრდილია. 2020 წლის მარტშიც უკვე გაზრდილი იყო ფასები, 2021 წლის პირველ კვარტალში ინფლაცია მოიმატებს, ხოლო მეორე კვარტალში შნელდება. ეს ციფრებია, თორემ რეალურად ფასები გაზრდილია, 1 ლარი თუ იყო პური, 1,10 გახდება. საფინანსო მომსახურებაშიც იმაზე მეტი ფასია, ვიდრე წინა წელს იყო. მშპ-ს შემთხვევაში, ჩვენ ჯერ კიდევ მარტში გავაკეთეთ პროგნოზი, რომ 2020 წელს 5-6%-ის ფარგლებში შემცირდება. მიუხედავად იმისა, რომ დადებითი პროგნოზი კეთდებოდა, ჩვენი ვარაუდი არ შეგვიცვლია. მსოფლიო ეკონომიკის შემცირებაც დაახლოებით ამ მაჩვენებლით იქნება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ 5%-ით გაიზრდება ეკონომიკა, ასე არ მოხდება, ზრდა იქნება 0-თან მიახლოებული, ალბათ, 1-2%-ის ფარგლებში. ვხედავთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ვითარება არ იცვლება და გაისადაც ამ მხრივ დიდი გამოწვევა გველის. აუცილებლად გაგრძელდება ლოკდაუნები, დიდ ბრიტანეთში ეს პროცესი დაიწყო, სხვა ხელისუფლებისთვისაც ეს უნდა იყოს მაგალითი, რომელიც მთელ ევროპას გადაედება და მათ შორის, ჩვენც. აღმავლობას არ ველოდებით, ოპტიმისტურ განცხადებებს დიდი შუქის მოფენა არ შეუძლია", - ამბობს ნიკა შენგელია და დასძენს, რომ საბოლოოდ  შეცვლილ რეალობას, ახალ ეკონომიკურ და სავალუტო წესრიგს  მივიღებთ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბითაც.

,,სერიოზული გამოწვევა გველის, მთავრობა ჩვენს ხედვას თუ გაითვალისწინებს, რომელიც არაერთხელ გაგვიჟღერებია, მიდგომა შეიძლება შეიცვალოს. ვხედავთ, რომ გლობალურ ბაზრებზე ნაღდი ფულით ვაჭრობა იზღუდება, აქედან გამომდინარე, მთავრობა და ეროვნული ბანკი უკვე ფიქრობენ ამაზე, გარკვეული გადაცდომა მოხდება და მნიშვნელოვანია, ამ პროცესებს წელში გაწყვეტილი არ შევხვდეთ, პროცესები კი აქეთკენ მიდის. წესები იცვლება და გადასახადები გადასახედია, მათ შორის, განათლების სექტორში, პრიორიტეტები ამ მიმართულებითაც შეიცვლება, რასაც მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს. შემოდგომიდან ვიწყებთ ნამდვილ კრიზისს, როგორიც აქამდე არ ყოფილა. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სამუშაო ადგილები მინიმალურად დაიკარგოს", - ამბობს ნიკა შენგელია. 

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საბაზო სცენარის მიხედვით, რომელიც დღეისთვის არსებულ ინფორმაციას ეყრდნობა, ინფლაცია 2021 წლის პირველ კვარტალში მიზნობრივი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება, ხოლო 2021 წლის მე-2 კვარტალში მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოცდება.

საქართველოს პირველ ბანკირის პროგნოზით, რეალური მშპ 2020 წელს 5%-ით შემცირდება, თუმცა, ფისკალური სტიმულისა და საკრედიტო აქტივობის შენარჩუნების ფონზე, მოსალოდნელია, რომ 2021 წელს ის - ძირითადად, მოხმარებისა და ინვესტიციების ხარჯზე - 5%-ით გაიზრდება.

საბოლოოდ, როგორც გვენეტაძე ვარაუდობს, მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი რეაგირების შედეგად, საპროგნოზო ჰორიზონტის მანძილზე ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system