თავში

რა ელის ევროპას

რა ელის ევროპას
რა ელის ევროპას

"უხილავი მტერი" შეჩერებას არ აპირებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად ვრცელდება. ევროპული ქვეყნები იმ გეგმებზე ფიქრობენ, რომლებიც ეკონომიკური კრიზისიდან მალე გამოიყვანს. 

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ევროპაში იზრდება. ბიზნესი კვლავ გაჩერებულია და არავის აქვს ზუსტი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიძლიოს კრიზისი. ევროპის ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე, გერმანიამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის ევროპაში ყველაზე დიდი ფინანსური პაკეტი დაანონსა და მიუხედავად ამისა ეკონომიკის 5%-ით შემცირებას ელიან. იზოლაციაში გატარებული ყოველი თვე დამატებით 3%-იან ზარალს ნიშნავს.  ევროკავშირის ლიდერებმა წინა კვირაში  ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჩარლს მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ვან დერ ლეიენრს გეგმის წარმოდგენას თხოვენ, რომელშიც გათვალისწინებული იქნება  "უპრეცედენტო ინვესტიციები." 

ევროპის ლიდერები ევროკავშირის ეკონომიკის აღდგენაზე უკვე საუბრობენ, თუმცა საბოლოო გეგმის შემუშავებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ამ მსჯელობებზე იტალიის ბედი ჰკიდია და ამ მომენტისთვის ის საკმაოდ ბუნდობანია. ევროკავშირში მესამე ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა უკვე ღრმად ჩაეფლო კრიზისში. კორონავირუსისგან იტალიაში ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და უკვე დიდი ხანია მთავრობა ე.წ. დრაკონული ზომებით ებრძვის ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას. იტალიის ინდუსტრიული "ძრავი" მილანი უკვე სამ კვირაზე მეტია იზოლაციაშია, რასაც ეკონომიკის ჩამოშლა მოყვა. იტალიის მთავრობა უკვე ევროპის ცენტრალური ბანკზეა დამოკიდებული და როგორც ვარაუდობენ იტალიის ვალი ვირუსის დასრულების შემდეგ ქვეყნის მშპ-ს 150%-ის ტოლი იქნება. ეკონომიკის აღდგენას მილიარდობით ევრო დასჭირდება რისი ამოღებაც ტრადიციული წყაროებიდან შეუძლებელია. 

ევროპული ქვეყნების ლიდერების შეუთანხმებლობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქმე დიდ და სერიოზულ კრიზითან გვაქვს. 

ერთის მხრივ, კორონავირუსი ყველა ქვეყანას თანაბრად ეხება და არავის ბრალი არაა, თუ რომელიმე ქვეყანაში უფრო ცუდი სიტუაციაა. მეორეს მხრივ კი, ისინი ვისაც დიდი რაოდენობის ვალი დაუგროვდება, კრიზისიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდება. პროტუგალიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება იმის შესახებ, თუ როგორ გამოსავალს იპოვნიან ქვეყნები, მეტწილად ევროზონის მომავალსაც განსაზღვრავს. 

გეგმები

ესპანეთის პრეზიდენტმა პედრო სანჩესმა, თავისი გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ფინანსების უპრეცედენტო მობილიზება მოხდება და ინვესტიციების სახით საზოგადოებაში ჩაიდება. ასევე პედროს სანჩესმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა გაერთიანდნენ ე.წ. "კორონაკავშირში" და ქვეყნების მიერ კრიზისიდან გამოსასვლელად დაგროვილ ვალს ისინი თანაბრად გადაიხადიან. ამ გეგმას მხარი დაუჭირა ევროპის რვა ქვეყანამ, მათ შორის იტალიამ და საფრანგეთმა.  

თავის მხრივ გერმანია და ნიდერლანდები "კორონაკავშირის" წინაღმდეგები არიან, რადგან მათი აზრით რთული იქნება ვალის ნაკადის გაკონტროლება. ისინი ფულადი დახმარების ფონდის ჩამოყალიბების გეგმაზე საუბრობენ, რის წინააღმდეგაც იტალია და ესპანეთი გამოდიან, იმ მოტივით, რომ ეს გეგმა დისკრიმინაციულ ელემენტებს ატარებს. 

საფრანგეთი "ოქროს შუალედის" პოვნას ცდილობს და ევროკავშირს სთავაზობს კრიზისიდან გამოსასვლელ დროებითი ფონდის შექმნას, რომელიც 5-დან 10 წლამდე იქნება გათვალისწინებული და ქვეყნებს ვირუსის დაძლევის შემდეგ დაეხმარება.

ამ შეუთანხმებლობების ფონზე კორონავირუსი გავრცელებას განაგრძობს და რაც უფრო დიდხანს დარჩება ის, მით უფრო მეტ პრობლემას შექმნის. რას მოილაპარაკებს ევროპა და რა ელის იტალიას, ჯერ ზუსტი პასუხის გაცემა არავის შეუძლია, თუმცა დიდი ალბათობით, პანდემიის დასრულების შემდეგ ბევრი ევროკავშირის ქმედუნარიანობით უკმაყოფილო დარჩება და სერიოზული მსჯელობები დაიწყება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ქვეყნებმა ასეთი კრიზისების დროს. 

წყარო Bloobmerg

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system