თავში

რა ელის ფასებს რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნებით

რა ელის ფასებს რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნებით
რა ელის ფასებს რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნებით

საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას აფასებს. მისი თქმით, სებ-ის გადაწყვეტილების მიზანია, რომ ორიენტაცია მოახდინოს ინფლაციურ ცვლილებაზე, რაც შედეგს მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში მოგვცემს. მართალია, თოქმაზიშვილი ფასების ზრდას უახლოეს პერიოდში არ ელოდება, მაგრამ საუბრობს იმაზეც, კლების ტენდენციაც ჯერჯერობით უნდა გამოირიცხოს.

,,რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებით შესაძლებელი ხდება, რომ ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდეს. ფაქტობრივად, ,,ორ ცეცხლს" შუაა ეროვნული ბანკი, ეკონომიკის სტიმულირებას უნდა შეუწყოს ხელი და ამავე დროს ინფლაცია აკონტროლოს. ცენტრალური ბანკი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ინფლაციურ ცვლილებაზე მოახდინოს ორიენტაცია. ამით არის განპირობებული მისი გადაწყვეტილება, რომ არ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა და ხელი შეუწყოს კრედიტების გაცემას, ფულის მიწოდებას ეკონომიკისთვის, ფაქტობრივად, ურთიერთსაწინააღმედგო ქმედებაა მისი მხრიდან, ამით გარკვეულ შედეგს ველდოები. ჯერჯერობით შესაძლებელია შენარჩუნდეს ინფლაციის არსებული დონე, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის სახარბიელო მდგომარეობა. პოზიტიური ძვრები ეკონომიკაში ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად მოხდება ექსპორტის სტიმულირება, რამდენად ამუშავდება წარმოება და გადაერთვება ეკონომიკა თავისი რესურსების მაქსიმალურ გამოყენებაზე. იმპორტმა კიდევ თუ გააგრძელა ზრდა, ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. აღარ ველოდებით, რომ შემოვა იმავე რაოდენობის უცხოური ინვესტიციები, რაც ეპიდემიამდე იყო ან გადმორიცხვები გაიზრდება და სხვა. ვითარება ეკონომიკის განვითარების შესაბამისად შეიცვლება და რამდენად გაართმევს ქვეყანა თავს, ამაზეა დამოკიდებული ინფლაციის შემდგომი ქცევაც", - განმარტა report.ge-თან მიხეილ თოქმაზიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system