თავში

რა ელის ინფლაციას ლარის გაუფასურების ფონზე

რა ელის ინფლაციას ლარის გაუფასურების ფონზე
რა ელის ინფლაციას ლარის გაუფასურების ფონზე

ლარის კურსის გაუფასურების გამო ინფლაციასთან დაკავშირებული მოლოდინი მკვეთრად ნეგატიურია. სპეციალისტები report.ge-თან აცხადებენ, რომ ინფლაცია გაიზრდება და არანაირი პირობა არ არსებობს, რომ იგი თარგეთირებულ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ 2021 წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი, სულ მცირე, 4,8-6%-ის დონეზე დაფიქსირდება.

,,2021 წელს ინფლაციის მაჩვენებელი ვერ დაუბრუნდება თარგეთირებულს, ამის მოლოდინი ნურავის ექნება. მაღალი ინფლაცია, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გვექნება. არ გამოვრიცხავთ, 9-10% გახადოს სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი, რაც კიდევ უფრო გაუძვირებს სესხს ბიზნესს და გარკვეულწილად ესეც იმოქმედებს ფასებზე. შესაბამისად, ნავთობპროდუიქტრებზე ფასები კიდევ მოიმატებს, ყველაფერი ეს მოუტრიალდება მოსახლეობას, გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდება პროდუქტის ყიდვა. ამ დროს მთავრობას არანაირი გეგმა არ აქვს და ვერაფერს გააკეთებს, გარდა იმისა, რომ შეკრებს ექსპერტებს და გრძელვადიან გეგმას შეიმუშავებს, მაგრამ ესეც დაპირებაა და ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ეროვნულ ბანკს მოუწევს ინტერვენციები, სჯობდა ადრე გაეკეთებინა, მეტი მოცულობებით მოუწევს რეზერვების ხარჯვა. ლარის კურსზე ახლა უამრავი ფაქტორი ერთად მუშაობს - ფსიქოლოგიური, ბიუჯეტის შეუსრულებლობა, უმუშევრობა, ინვესტიციები და სხვა, ვისაც უნდა თუ არა, იმარაგებს დოლარს, რაც კურსს კიდევ უფრო აუფასურებს. წლიური ინფლაცია, როცა 2021 წლის ბოლოს გამოცხადდება, 4,8-6%-ის ფარგლებში გვექნება", - აცხადებს ნიკა შენგელია.

ინფლაციის მაჩვენებლების გაუარესებას პროგნოზირებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც, რომლის განცხადებითაც, პროდუქტი კიდევ უფრო გაძვირდება და მოსახლეობას მისი შეძენა კიდევ უფრო გაუჭირდება.

,,ინფლაცია ისეთი ინდიკატორია, რომელიც დიდწილად დამოკიდებული არის არა მარტო ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ საზოგადოების განწყობასა და მოლოდინებზე. ირაციონალური ფაქტორი, მოლოდინი სჭარბობს საოგადოებაში, ამიტომ ინფლაცი მაჩვენებელმა შეიძლება მოიმატოს. იმის გათვალსიწინებით, რომ მოსახლეობის შემოსავლები შემცირდა, ჩვენ ფაქტობრივად მოთხოვნის რესურსი მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი. მოსახლეობის განკარგულებაში ნაკლები თანხაა. პრობლემაა მიწოდების მხრივაც, რაც უკავშირდება მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს და ვალუტის გაუფასურებას, ეს ფაქტორი ნამდვილად მუშაობს. ზომიერი ინფლაციის ფარგლებში 6%-ზე მეტადაც გაიზრდება ინფლაცია. მთავარია, უფრო მაღალ ნიშნულზე არ გავიდეთ. სამწუხაროდ, ადგილი აქვს მოსახლეობის გადახდისუნარიანი მოთხოვნის შემცირებას, რაც ფასების ზრდას განაპირობებს", - აცხადებს არჩვაძე report.ge-თან.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება, საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.3 პროცენტით განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system