თავში

რა ელის ქართული ხილის ექსპორტს რუსეთში

რა ელის ქართული ხილის ექსპორტს რუსეთში
რა ელის ქართული ხილის ექსპორტს რუსეთში

საქართველოს არასაიმედო სავაჭრო პარტნიორობა რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა. ხილის იმპორტისთვის დაწესებული შეზღუდვა, როგორც ქართველი ექსპორტიორები აცხადებენ, სერიოზულ პრობლემას შექმნის და ფასების კლებას გამოიწვევს. ,,ქართული ხილის კომპანიაში", რომელიც ძირითადად რუსეთში ექსპორტით არის დაკავებული, ფიქრობენ, რომ ექსპორტი ამ მიმართულებით შეიძლება საერთოდ გაჩერდეს. კომპანიის დამფუძნებელი ვახტანგ ბეჯიტაშვილი არ გამორიცხავს, რუსული მხარის გადაწყვეტილება პოლიტიკური ფაქტორით იყოს განპირობებული.

,,მოლოდინი რუსეთში ქართული ხილის ექსპორტთან დაკავშირებით, სამწუხაროდ,  კვლავ ნეგატიურია. ვფიქრობთ, რომ ექსპორტის მოცულობა რუსეთის მიმართულებით შემცირდება ან საერთოდ გაჩერდება, გააჩნია, პოზიციებს, რა მიმართულებით რა მოცულობის გადასახადი დაწესდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ექსპორტიორებს პრობლემას შეგვიქმნის.  რაც მეტი გადასახადი იქნება, ჩვენთვის დამატებითი ხარჯია, შესაბამისად, რთული პრობლემა გველის, რადგან რუსეთი ქართული ხილის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. ჩვენს შემთხვევაში, რეალურად ამ ეტაპზე სხვა ბაზრებზე აქცენტები  გამორიცხულია, ჯერჯერობით ბაზრის დივერსიფიცირებაზე ვერ ვიფიქრებთ, რიგი ობიექტური მიზეზების გამო. მართალია, რუსეთი ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას ასახელებს იმპორტის შეზღუდვის მიზეზად, მაგრამ საბოლოოდ აშკარაა, რომ რუსეთი არასანდო, არასტაბილური ბაზარია, რომელსაც არასდროს დაელევა მიზეზები, რომ პრობლემა შეგვიქნმნას. შესაძლებელია მართლა წარმოებას უფრთხილდებოდნენ, მაგრამ ამ გადაწყვეტილების არც პოლიტიკურ ფაქტორს გამოვრიცხავ. რუსები არასდროს იცავენ თამაშის წესებს, ეს ერთხელ კიდევ გამოჩნდა. სამწუხაროდ, რუსეთმა კიდევ ერთხელ გაგვიჩინა თავსატეხი, რადგან იმპორტისთვის დაწესებული შეზღუდვა ჩვენთვის ნიშნავს სამუშაო ადგილების დაკარგვას, გაუყიდავ პროდუქციას და ფასების შემცირებას, რადგან მოთხოვნა აღარ იქნება", - აცხადებს report.ge-თან ხილის ექსპორტიორი.

East fruit-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ ხილის და კენკრის 2023 წლამდე განვითარების გეგმა დაჩქარებული წესით ახლახანს დაამტკიცა და შიდაწარმოების ხელშეწყობის მიზენით, რუსეთმა, შესაძლოა, ვაშლის, მსხლის, კომშისა და ქლიავის იმპორტს გადასახადი გაუზარდოს.

რუსეთის ფედერაციის ხილის და კენკრის 2023 წლამდე განვითარების სახელმწიფო გეგმის მიხედვით, რუსეთის მიერ იმპორტის გადასახადის შესაძლო ზრდა არ შეეხებათ ევრაზიული კავშირის ქვეყნებს და მათ, ვისაც რუსეთთან დსთ-ს ფარგლებში ვაჭრობის სპეციალური ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system