თავში

რა ელის პარლამენტის ყოფილ შენობას ქუთაისში

რა ელის პარლამენტის ყოფილ შენობას ქუთაისში
რა ელის პარლამენტის ყოფილ შენობას ქუთაისში

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის უნდა განთავსდეს. როდის შეიძენს 340-მილიონიანი დაკონსერვებული შენობა ახალ ფუნქციას ჯერ კიდევ უცნობია. ობიექტში ამ დრომდე პარლამენტის ბალანსზეა და ის შსს-ს ჯერ არ გადასცემია. შსს-ში განუმარტეს, ამ ეტაპზე უწყება საპოლიციო ჰაბის კონცეფციას ამუშავებს.

„ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა ამ ეტაპზე არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე. ასევე შესაბამისად, აღნიშნული შენობის შენახვაზე სამინისტროს ხარჯი არ გაუწევია. ამასთან, გაცნობებთ რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე დაგეგმილია პოლიციის რეგიონული ცენტრის დაფუძნება, რომელიც იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი და გაერთიანდება სხვადასხვა საპოლიციო სერვისი, როგორიცაა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი, სამინისტროს სსიპ(ებ)ი დაცვის პოლიცია, აკადემია და სამინისტროს სხვა სტრუქტურული დანაყოფები. აღნიშნული ცენტრის განვითარებისთვის მომზადებულია შესაბამისი კონცეფცია, რომელიც ცენტრის განვითარებას ითვალისწინებს ფაზებად. მიმდინარეობს კონცეფციის დამუშავება, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით“, - ასეთია შსს-ს ოფიციალუერი განმარტება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 10 თვეში, ანუ იმ ხნის განმავლობაში, რაც შენობას ფუნქცია აღარ აქვს, მხოლოდ დაცვაზე ამ ობიექტის შენახვა სახელმწიფოს თითქმის ნახევარი მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობამ ფუნქცია 2018 წლის დეკემბერში, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ დაკარგა. საკანონმდებლო ორგანო კვლავ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში განთავსდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system