თავში

რა ელის სადაზღვევო ინდუსტრიას პოსტკორონა პერიოდში

რა ელის სადაზღვევო ინდუსტრიას პოსტკორონა პერიოდში
რა ელის სადაზღვევო ინდუსტრიას პოსტკორონა პერიოდში

სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო ინდუსტრიაში პრობლემა განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი. მისი შეფასებით, კარანტინის გამო ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ კომპანიებს რესურსების დაზოგვის შესაძლებლობა მისცა, თუმცა უკვე ივნისიდან ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვლება.

,,თებერვალში სადაზღვევო კომპანიებში 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ მომდევნო თვეებში სიტუაცია შეიცვალა. მართალია, პრემიის მოცულობა არ შემცირებულა, მაგრამ არც ზრდა შეიმჩნევა. წლის ბოლომდე როგორ შეიცვლება სიტუაცია, არავინ იცის. სადაზღვევო ბაზარი საქართველოში იმდენად მცირეა, რომ  ნებისმიერი ცვლილება მკვეთრად აისახება. ამიტომ გამოჩნდა  ,,პოზიტიურად" წლის პირველი ნახევარი, ეპიდემიის ნეგატიური ეფექტი ახლა იგრძნობა. ამასთან, კორპორატიული სეგმენტის წილი დიდია, კომპანიებმა მაქსიმალურად შეძლეს, რომ ჯნმრთელობის დაზღვევის ხარჯზე დაფარვა შეენარჩუნებინათ, ბაზარს ამანაც უშველა. სახელმწიფო ორგანიზაციების როლი საგრძნობლად დიდია და ამის გამო მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილური იყო. ახლა მნიშვნელოვანია, როგორი იქნება  სიტუაცია პოსტკორონა პერიოდში. ტურისტულ სექტორს თუ შევადარებთ, კრიზისი არ არის, მაგრამ პრობლემა აშკარაა. სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნა აქტიურად ივნისიდან დაიწყო. როგორ აისახება იგი ბაზარზე, უახლოეს თვეებში გამოჩნდება. სავარაუდოდ, წლის მეორე კვარტალი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის საკმაოდ მძიმე შედეგით დასრულდება, პოზიტიურ ტენდენციას ვერაფრით შევინარჩუნებთ", - განუცხადა report.ge-ს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system